17 სექტემბერს ბოლნისში, ახალგაზრდული ცენტრის ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობის პროცესში და ძალადობის პრევენციაში."
შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდები: „ბოლნისის ახალგაზრდული ცენტრი", „ქალი და სამყარო", „ქვემო ქართლის საინფორმაციო საზოგადოებრივი ცენტრი", ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები და ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმომადგენლები.
ახალგაზრდებმა გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, რა გაკეთდა, რა შედეგები იქნა მიღწეული ძალადობის პრევენციისათვის. განისაზღვრა ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობის საქმეში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |