სექტემბრის თვეში რეპროდუციული ჯანმრთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის(22.09.10), წყალტუბოს(07.09.10), ხონის(30.09.10), სენაკის(10.09.10), ხურჩას (08.09.10) და ფოთის (08.09.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
შეხვედრის თემა იყო: ვირუსული და ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს კიბო, სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა და სხვა.
აქტუალურია თითოეული საკითხი, რომელიც შეხვედრებზე განიხილება. თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს...