|
- 68 მონაწილე, რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა - ამ მონაცემებით დაამთავრა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა სექტემბერის თვეში მუშაობა. ფსიქოლოგს მთელი თვის განმავლობა უწევს სხვადასხვა სახის კონსულტაციების გაცემა. ქალები უკვე აღარ ერიდებიან ოჯახურ წვრილმანებზე საუბარს:
„დილით, ჩემი ქმარი იწყებს წინდების ძებნას. ხმამაღლა ყვირილს - არასოდეს არ დევს ჩემი ნივთები იმ ადგილას, სადაც დავდევი. - ეს ყველაფერი დილიდანვე ცუდ ხასიათზე მაყენებს. საღამოს, როცა ის სამსახურიდან ბრუნდება მე ვუწყებ ყვირილს, ასე გრძელდება დაუსრულებრივ."- მსგავს ისტორიებზე ფსიქოლოგს ყოველთვის აქვს კომენტარები, რომელსაც ქალები ისმენენ, ინიშნავენ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |