21 სექტემბერს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა დებატები თემაზე; "განქორწინება - გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება”.
ჩვენს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს განქორწინების სტატისტიკური მონაცემები და ისაუბრეს მის მოსალოდნელ შედეგებზე.
გამოიკვეთა მოსაზრება, რომ თუ განქორწინება გარდაუვალია, ჯობია, დროულად მოხდეს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება მას მოყვეს. ამ დროს ბავშვი ყველაზე მეტად ზარალდება.
"ბავშვის არჩევანი არ იყო მისი გაჩენა, მას არ აურჩევია არც დედა, არც მამა...” "სტიგმა- განქორწინებული ოჯახის ბავშვი, ნეგატიურად მოქმედებს მის ფსიქიკაზე”. დაფიქსირდა აზრი, რომ განქორწინება არ უნდა ნიშნავდეს მოსისხლე მტრებას ქცევას. Aამ კუთხით კი ჩვენთან ბევრი რამაა გასაკეთებელი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |