სამშაბათი, 19.03.2024, 15:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 01

ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. სამდღიანი ტრენინგის თემა იყო - ლიდერობა და კონფლიქტი. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ეს უკვე მეორე ტრენინგია. პირველი დღე საშინაო დავალების განხილვას მიეძღვნა. დავალება ასეთი იყო: მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინათ ორი სახის კვლევა თავიანთ ქალაქებში: რაოდენობრივი (ანკეტირება ახალგაზრდებთან) და თვისობრი (ხუთი ჩაღრმავებული ინტერვიუ ლიდერ ქალებთან).

მონაწილეები ჯგუფური მუშაობით შეეცადნენ გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი რა მდგომარეობაა საკუთარ ქალაქებში ქალთა ლიდერობის თვალსაზრისით, რა აზრის არიან ახალგაზრდები ამ საკითხების მიმართ.

სოციალური კონფლიქტები, კონფლიქტის პიროვნული ელემენტები, დინამიკა, მართვა, კონფლიქტის ანალიზი - გოგონები დანარჩენი ორი დღე ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ტრენინგზე გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, როლური თამაშები.

 მონაწილეები თვლიან, რომ ტრენინგებმა მათში ბევრი რამ შეცვალა:

- ჩემი ახლობლები ამჩნევენ, რომ შევიცვალე, უფრო თამამი და დამოუკიდებელი გავხდი.

- როცა ბევრი პრობლემები მაქვს, ჩემს თავს ვეუბნები: შენ უნდა შეძლო პრობლემების მოგვარება - შენ ეს შეგიძლია.

ტრენინგის დასასრულს ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა მომდევნო დავალება მიიღეს, თითოეულმა მათგანმა თითო ვორკშოპი უნდა ჩაატაროს თავის ქალაქში, თემაზე: ლიდერობა და კონფლიქტი.
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1240 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.09.2010

იმერეთის რეგიონის საკრებულოების დეპუტატი ქალებისა და ფონდი "სოხუმის

აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა

 

3 სექტემბერს, სასტუმრო "იმპერიალის” საკონფერენციო დარბაზში  (ქუთაისი, მჭედლიძის №28), ფონდი "სოხუმი” დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით მართავს შეხვედრას, რომელზეც  იმერეთის რეგიონის საკრებულოს წევრი ქალები და საზოგადოების წარმომადგენლები  შეიკრიბებიან.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ფონდი "სოხუმისმიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაციას მიეძღვნება.
 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1198 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0