საინტერესო არაფორმალური შეხვედრა შედგა 15 სექტემბერს გორში- გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან დევნილთა, ადამიანთა უფლებების საკითხებში ბატონ ვალტერ კელინთან და საქართველოში UNCHR- ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან პიტერ ნიკოლაუსთან. შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის" თაოსნობით მათივე გორის ფილიალის ოფისში, მულტიკულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის კომისიის მუშაობის ფარგლებში.
შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ამ კომისიის მუდმივი წევრები იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილები, რომლებიც არიან განთავსებული კომპაქტური ჩასახლების ობიექტში „ავტოკემპინგი".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები(მერი გელაშვილი და ნატო ნაჭყებია).
შეხვედრის მთავარი თემა იყო იგპ-თა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა და პერსპექტივები. შემუშავებული იყო რამდენიმე საინტერესო წინადადება, რომელიც განსჯის საკითხი იქნება სახელმწიფო დონეზე შეხვედრის დროს.
პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. |