ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა გაერთიანებული შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღეს  ახალგაზრდა გოგონებმა სენაკიდან, ხონიდან, ქუთაისიდან.

შეხვედრამ თემაზე სექსუალური აღზრდა სანტერესოდ ჩაიარა, გოგონებმა გახსნილად ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოში სექსუალური აღზრდის საკითხი ტაბუირებულია და მოზარდებს ამ კუთხით  მცირე ინფორმაცია აქვთ.

გოგონების აზრით, განათლება სქესობრივ აღზრდაზე  მოზარდებმა  სკოლიდან, მაღალი კლასებიდან უნდა მიიღონ, რადგან ეს დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები.

გოგონებმა აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასეს:

- საშუალება მოგვეცა ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოგვეთქვა

- მართალია ამ საკითხებზე არავინ საუბრობს, მაგრამ ეს თემა მაინც აქტუალურია, კარგია, რომ ბევრი საჭირო ინფორმაცია მოვისმინეთ.

სექტემრის თვეში აღნიშნულ თემაზე კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის,სენაკის ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

 პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1001 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2010

23 სექტემბერს  "რიონის” ტელეეთერში გადაცემათა ციკლის  "ქალი და პოლიტიკა” -ბოლო გადაცემა გავიდა.

სტუდიაში ფონდის  პროექტის ასისტენტები, იმერეთის რეგიონის ქალთა კლუბების  ლიდერები, ჟურნალისტები, ასევე საკრებულოს წარმომადგენელი ქალბატონები შეიკრიბნენ.

გადაცემის დასაწყისში ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა, რის შემდეგაც სტუდიაში შეკრებილებმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი.

გადაცემაზე შეჯამდა წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა, გაეცა პასუხი კითხვებს - რა იყო დაგეგმილი პროექტით? რა სახის მუშაობა განხორციელდა? რამდენად შეიძლება დაკმაყოფილება მიღებული შედეგებით? რა დაგვრჩა გასაკეთებელი და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში?

 ითქვა, რომ პროექტის გასული ეტაპი  დაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა მუშაობის ვექტორები - ამომრჩეველ ქალთა ლიგის გააქტიურება, ქალი კანდიდატების მხარდაჭერა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გასული არჩევნების შემდეგ საკრებულოებში ქალთა კლუბის 5 წევრი იქნა არჩეული.

საინტერესო იყო ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალბატონის მოსაზრება, რომ "გენდერული ყინული აუცილებლად უნდა გალღვეს”. მისივე აღნიშვნით, ძალიან ბევრს აძლევს თანამშრომლობა ფონდთან, განსაკუთრებით სხვა საკრებულოების წევრ ქალბატონებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

როგორც აღმოჩნდა, ფარ-ხმალს არც ის ქალბატონები ყრიან, რომლებმაც ამ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწიეს: "ეს ჩვენთვის საუკეთესო გამოცდილება იყო, ხალხთან ურთიერთობის პრაქტიკა, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ!”

 როგორც გადაცემაზე ითქვა, პროექტის მომდევნო ეტაპი ქალთა კლუბების გაძლიერებას, მათ მუშაობაში დევნილი ქალბატონების მეტ ჩართვას,  პოლიტიკურ პარტიებთან თანამშროლობას და ქალთა პრობლემების ადვოკატირებასა და ლობირებას დაეთმობა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1206 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0