„როგორ ვცხოვრობდით ომამდე" - გოგონათა კლუბმა ამ საკითხების განხილვით დაიწყო მუშაობა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მოწვეულები იყვნენ დევნილი პედაგოგები. კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამსახველი პოზიტიური ისტორიები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობებზე იცოდნენ ახალგაზრდებმა, რათა მეტი აქტიურობით ჩაერთონ სამშვიდობო საქმიანობაში.
არანაკლებ საინტერესო იყო ხონში გამართული შეხვედრა, მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთისლიტერატურაზე. ქართველი და აფხაზი მწერლების შემოქმედებაზე.
დასასრულს, კლუბის წევრებმა საშინაო დავალებაც მიიღეს, დაწერონ ჩანახატები, ესეები, აფხაზეთის თემაზე.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.