პარასკევი, 19.04.2024, 16:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » კონფერენცია საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ
03:58
კონფერენცია საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე:  2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საქართველოში.

კონფერენციაზე ფონდი „სოხუმის"  მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

მონაწილეები: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, მას-მედია.

კონფერენციის პირველ ნაწილში, მომხსენებლებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ მთავრობის ყველა დონეზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შემაფერხებელ ფაქტორებზე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე და არჩეული თანამდებობის პირი ქალების წინაშე მდგარი გამოწვევის შესახებ.

 რუსუდან კერვალიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა და გენდერული თანასწორობის  საბჭოს თავმჯდომარემ, მოკლედ მიმოიხილა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი და ისაუბრა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე.

 კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ათი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში. მათ აუდიტორიას გააცნეს საკუთარი გეგმები და სტრატეგიები. რომელიც მიმართულია ადგილობრივ არჩევნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ.

და ბოლოს, კონფერენციის შემაჯამებელ ნაწილში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს (NDI) - ის მიერ შემუშავებულ გლობალურ სამოქმედო გეგმას - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად - გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები".

 ამგვარად, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველყონ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ქართულ პოლიტიკაში და ხელი შეუწყონ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებას.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1171 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0