სამშაბათი, 23.04.2024, 15:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » რადიოგადაცემა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში
01:35
რადიოგადაცემა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში

 "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება”...

გადაცემათა ციკლის მორიგი გამოშვება ამჯერად იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ოჯახში ძალადობრივი გარემოსათვის ხელსაყრელ ფონს ქმნის. ამ თემას  ცოტა ხნის წინათ ფონდი "სოხუმის” ეგიდით გამართული  "მრგვალი მაგიდაც” გამოეხმაურა.

 რა გავლენას ახდენს დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე ოჯახურ კლიმატზე და როგორ ჩანს ამ პრობლემის ჭრილში ოჯახში ძალადობის საკითხი...როგორია არსებული სტატისტიკა და რა კუთხით უნდა წარიმართოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სპეციალისტების, მედიის, არასამთავრობო სექტორის, თვითონ საზოგადოების ძალისხმევა...

"სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა ნარკომანია, ლუდომანია, ალკოჰოლიზმი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული ცვლილებებია გასატარებელი სოციალურ პოლიტიკაში, საზოგადოების ცნობიერებაში”. "სამართალდამცავებს ხშირადა აქვთ შემთხვევა, როდესაც  მსგავსი დამოკიდებულების მქონე პირის მშობელი მიმართავს თხოვნით, დააკავონ მისი შვილი, რადგანაც გაუსაძლისია იმ ძალადობის ატანა, რასაც ისინი მიმართავენ”.

– ჟურნალისტთან საკითხის ირგვლივ საკუთარ პოზიციას ექსპერტები, ”მრგვალი მაგიდის” მონაწილეები, ფსიქოლოგები გამოხატავენ.

გადაცემაში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ფონდი "სოხუმის” მიერ ფოთში გახსნილი კიდევ ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის შესახებ, სადაც უკვე ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები, პერიოდულად ხორციელდება ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1092 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0