„ნარკოდამოკიდებულება” - ასეთი იყო თემა მრგვალი მაგიდისა, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ფოთის მე-15 სკოლაში
ჩაატარეს. შეხვედრას ესწრებოდა 30 მეცხრეკლასელი გოგონა და ბიჭი.
მოსწავლეები მსჯელობდნენნარკოდამოკიდებულებაზემოზარდებშიდა მისი პრევენციისსაკითხებზე.
ბევრისთვის ნარკოდამოკიდებულება
დაავადებაა, რომელიც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს,ზოგისთვის კიდანაშაული, ვინაიდან ნარკოდამოკიდებული ადამიანი ზიანს აყენებს როგორც საკუთარ
თავს და ოჯახს, ისესაზოგადოებას.
პრევენციაში მოზარდები დიდ პასუხისმგებლობას
აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. საჭიროდ მიიჩნევენ
ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ჰუმანურ მიდგომას,
რადგანაც მხოლოდ ამგზითაა შესაძლებელი მათიგანკურნება.
მრგვალი მაგიდა ქუთაისში თემაზე
„ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები"
მონაწილეთა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩატარდა. ქალბატონებმა, მათ შორის იგპ
ქალებმა გამოყვეს სფეროები, სადაც ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს, საჭიროდ თვლიან
მეტი ზომების გატარებას მათი ადამიანური უსაფრთხოების დასაცავად.
მრგვალი მაგიდა 16-დღიანი კამპანიის
ფარგლებში ჩატარდა და წარმოადგენს ერთ-ერთ აქტივობას ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო პროექტში
„ქალები და გოგონები მოქმედებენ მშვიდობისა და სამართლიანობისათვის".
პროექტის მონაწილეებმა მრგვალი მაგიდის
მონაწილეებს „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზაზე" მუშაობის შედეგებიც გააცნეს.
ლიდერ გოგონათა სკოლის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში. მათ
მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ადგილას ჩატარებულ აქციებში და თავიანთი
ღონისძიებების ჩატარებაც დაიწყეს.
ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის ხურჩის ჯგუფმა საინტერესოდ წარმართა მრგვალი
მაგიდა, სადაც გენდერული ძალადობის თემა განიხილეს.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მიეწოდათ
ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...
თითოეულ მონაწილეს მკერდზე ეკეთა კამანიის სიმბოლო - თეთრი ბაფთა.
მრგვალ
მაგიდაზე დაფიქსირდა, რომ სოფლებში, განსაკუთრებით ხურჩაში, მენტალიტეტი და სტერეოტიპები
იმდენად ძლიერია, რომ ქალი ოჯახში გენდერული ძალადობის მსხვერპლია და აღნიშნეს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით დანაშაულია და მის წინააღმდეგ ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდამრგვალიმაგიდათემაზე: „არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება
- პასუხისმგებლობა და თანამშრომლობის პერსპექტივები".
შეხვედრასესწრებოდნენადგილობრივითვითმმართველობისწარმომადგენლები,სოფლის რწმუნებულები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის
თანამშრომლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, დევნილიდა
ადგილობრივი ქალბატონები.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობას პრობლემების მოგვარებისთვის. გამოიკვეთაპრობლემები, რომლებიცარსებობსძალადობისმსხვერპლისდაცვისკუთხით. განხილული იყო ერთობლივი
ღონისძიებები მათ დასახმარებლად. შემუშავდარეკომენდაციებიდაწინადადებები,რომლებიცხელსშეუწყობსსამართლებრივიმექანიზმებისეფექტურგამოყენებასდასაზოგადოებისკონსოლიდაციასძალადობისპრევენციისთვის.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია
Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
„ახალგაზრდული ინიციატივები - ადგილობრივ სტრუქტურებთან
თანამშრომლობის პერსპექტივები" - ამ თემაზე
ჩატარდა მრგვალი მაგიდა ხონის საკრებულოში, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაცია
PIN-ის („ადამიანი გაჭირვებაში") მხარდაჭერით
მიმდინარე პროექტის მონაწილეები, აქტივისტები, ფსიქოლოგი, იურისტი,
საკრებულოს წარმომადგენლები.
ეს იყო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა. მოწვეულმა ექსპერტმა ბაჩანა
ბასილაიამ (საკრებულოს მთავარი სპეციალისტი) ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხონის მიმდებარე სოფლებში -
ნახახულევსა და მათხოჯში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, რადგან
ისინი მოკლებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიიღეს შესანიშნავი გამოცდილება,
როგორ ჩაატარონ ვორკშოპები, როგორ მოაწყონ დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. გარდა
ამისა, უკვე ფლობენ ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ კუთხით მიღებული გამოცდილება მომავალში მეტი
აქტიურობის საფუძველს იძლევა.
მრგვალი მაგიდის დასასრულს, ახალგაზრდებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობს
ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან
თანამშრომლობით.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა გაიმართა.
დევნილი თუ ადგილობრივი ქალები და გოგონები, სტუდენტები, ჟურნალისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებლებიშეიკრიბნენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი სოლიდარობა მსოფლიოს ქალთა მოძრაობის მიმართ და ერთად დაესახათ საქართველოში ქალთა უფლებებისდაცვის, ქალთა გააქტიურების- საზოგადოებრივ -პოლიტიკურ პროცესებში მათი სრულფასოვანი ჩართვის სტრატეგია.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ჯგუფურ სამუშაოზე ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები იმაზე, თუ რას გეგმავე მათ ირგვლივ არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს სრულყოფისათვის; როგორ ხედავენ ამ პროცესებში საკუთარ და სახელმწიფო თუ არასამთვრობო სტრუქტურების როლს.
იმავე დღეს ფონდ „სოხუმში" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც შეიკრიბნენ. მრგვალი მაგიდის შეხვედრას 23 ადამიანი დაესწრო. - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, რა პრობლემებია და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში - დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდა.
მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ აუცილებელია ქალთა კონსოლიდაცია, რადგან მიზნის მიღწევა მხოლოდ სოლიდარობით არის შესაძლებელი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის", რადიო „ძველი ქალაქის„ და გაზეთ „იმერეთის მოამბის" ჟურნალისტები. შეხვედრა იმავე დღესვე გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.
ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოში ინიცირებული მრგვალი
მაგიდების სერია ხონშიდაგვირგვინდა. ფონდის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სამსახურების, საგანმანათლებლო
დაწესებულებების, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ექსპერტებმა თავისი თვალთახედვა წარმოადგინეს განსახილველი
თემის გარშემო, რომელიც ყველა ჩატარებული მრგვალი მაგიდისათვის საერთო იყო ("ძალადობის
მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია: სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება”),
რის შემდეგაც საკითხის გარშემო დისკუსიები გაიმართა.
დამსწრეთათვის საინტერესი გამოდგა სოციალური სააგენტოების
საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობა. „ბავშვების ძალადობისაგან დაცვის კუთხით ბოლო რამდენიმე
წლის განმავლობაში სახელმწიფოში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენს სოციალურ სააგენტოს
აქვს შესაბამისი რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვათავსოთ ბავშვი შესაფერის
გარემოში. კარგი იქნება თუ ასეთივე ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმულიძლადობისაგან ქალთა დაცვის კუთხით".
„სოციალური მუშაკები ხშირ შემთხვევაში თანადგომის ქსელის
მოძიებას აწარმოებენ. ეს გვეხმარება დაზარალებულთა დასახმარებლად რესურსების გაზრდაში".
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოორდინირებული
მუშაობის აუცილებლობასგაუსვეს ხაზი: „გვქონდა
პრეცენდენტი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ეს ღონისძიება
ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობითა
და კოორდინაციით".
მონაწილეებმა მოისმინეს თემის რწმუნებულების ინფორმაცია,
რომლის შემდეგაც ერთხმად იქნა აღიარებული საზოგადოებასთან მეტი მუშაობისადა სახელმწიფო და სხვა სერვისების შესახებ ადგილებზე
სათანადო ინფორმაციის აუცილებლობა.