კვირა, 24.11.2024, 00:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

სენაკში ჩატარებული მაგიდის თემამ: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზართულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი", 30 ივლისს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა უამრავი ადამიანი შეკრიბა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მას დევნილი საზოგადოების წარმომადენლები, იურისტები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მობრძანდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მოწვეული იყო, როგორც ექსპერტი.

ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციების ფონზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე დაისახა იდეა, რომ ჩატარდეს ერთობლივი კომპანია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც მიზნად დაისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას აღნიშნულ თემებზე, მათ სავალალო შედეგებზე და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბებას.

"მთავარია, საზოგადოება გულგრილი არ დარჩეს აღნიშნული პრობლემების მიმართ", " სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ოპტიმალური პოლიტიკა"- ითქვა შეხვედრაზე. მონაწილეთა უმრავლესობა გაჟღერებულ ინიციატივას მიესალმა.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1348 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2010

 27 ივლისს, წყალტუბოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის თემაც იყო: ''დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზარტულ   თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი''. შეხვედრას ესწრებოდნენ სპეციალისტები, დევნილთა ჯგუფები სხვადასხვა კოლექტიური ცენტრებიდან, ინტელიგენციის წარმომაგენლები, ჟურნალისტები.

     საუბარი დაიწყო მოწვეული ექსპერტების მიერ ინფორმაციის მიწოდებით, რასაც მოყვა დისკუსიები დამსწრე საზოგადოების მხრიდან. იყო საინტერესო რეპლიკებიც "ძალიან დიდი პრობლემებია ასეთ ოჯახებში. მეუღლემ, დედამ რომ აიტანოს ასეთი მდგომარეობა, ბავშვი იჩაგრება, საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობს თავს...უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი..."

    ითქვა რომ, ამ პრობლემების წამოჭრაში დიდი როლი მიუძღვის სოციალურ გარემოს, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ფასეულობებს, სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას პრობლემის მიმართ, რაც, სამწუხაროდ მრგვალ მაგიდაზეც დაფიქსირდა: ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოწვევის მიუხედავად, შეხვედრაზე მოსვლას თავი აარიდეს.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1178 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.07.2010

- ვიყავი ამაყი, როგორც დევნილი, როცა ვუსმენდი ქალებს, რომლებმაც აფხაზეთის კონფლიქტი გადაიტანეს, მაგრამ არ დაცემულან - პირიქით თავიდან დაიწყეს კარიერის შექმნა  და წარმატებულები გახდნენ, -  ასე გამოხატეს საკუთარი განწყობა მრგვალი მაგიდის დასასრულს ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 

 მრგვალი მაგიდა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში„ მოეწყო. მასში ის ახალგაზრდა გოგონები მონაწილეობდნენ, რომლებიც ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში ჩატარებული  ტრენინგებიდან შეირჩნენ.

  გზა წარმატებებისაკენ, დაბრკოლებები და მათი გადალახვის მეთოდები, მიზნები, რომლის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო - მონაწილეები სულგანაბული ისმენდნენ ლიდერი ქალბატონების  - მერი გელაშვილის, ნანული რამიშვილის, იზოლდა ხასაიას, ნატო ბენდელიანის საინტერესო ისტორიებს, დეტალებს მათი ცხოვრებიდან.

დასასრულს გაიმართა დისკუსია, დაისვა არაერთი შეკითხვა ლიდერთა მისამართით.

წარმატებული ქალების მოსმენამ დადებითად დამუხტა დარბაზი, ლიდერთა სკოლის წევრებმა ბევრი რამ ჩაინიშნეს, დაიმახსოვრეს და აითვისეს მათგან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1152 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010

 

თემა: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ქართულ-აფხაზური დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

 ბათუმში ფონდის ეგიდით მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოება (ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, იგპ საზოგადოება, სამეცნიერო ინტელიგენცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგებს გაეცნო და შეეცადა, თავისი პოზიციები დაეფიქსირებინა მრგვალი მაგიდის ფორმატით განსაზღვრული საკითხების გარშემო.

შეხვედრა გულწრფელი და კონსტრუქციული გარემოთი გამოირჩეოდა. საკითხთა უმეტესობაში დამსწრეებს შეხედულებათა თანხვედრა აღმოაჩნდათ.

ყველა მიესალმა ხელისუფლების გაცხადებულ კურსს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, აფხაზ ხალხთან კეთილი ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას. ამისათვის, მათი აზრით, საჭიროა ორმხრივი შეცდომების ღრმა გააზრება და საერთო ისტორიის კონტექსტში - საერთო მომავლის არა მხოლოდ ემოციაზე, პრაგმატიზმზე დაფუძნებული ხედვა. ოპტიმიზმის საფუძველს მონაწილეთა მიერ მოხმობილი ცოცხალი მაგალითები იძლეოდა.

გამოიკვეთა მოვლენათა საღი და რეალისტური ხედვა, მოხდა შერიგების რესურსების განსაზღვრა, გაუცხოებისა და დაშორების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა.

 განსაკუთრებული გულისტკივილი გამოითქვა იმის გამო, რომ ეს კონფლიქტი  გეოპოლიტიკური თამაშების პოლიგონად იქცა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინსტიტუტების ნაკლებქმედითობა და მოდერნიზების აუცილებლობა სულ უფრო აშკარა ხდება.

შიდადემოკრატიის გაძლიერება, სახალხო დიპლომატიის  ხელშეწყობა, ეკონომიკური ურთიერთობების გამოყენება კონტაქტების გასამყარებლად, „მედია-ენის" რეფორმირება, დიასპორების რესურსის გამოყენება, ახალგაზრდობას შორის გაუცხოებასთან ბრძოლა, წინდახედული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება - ეს „მრგვალ მაგიდაზე" გაჟღერებული წინადადებების ჩამონათვალია.

 

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1117 | დაამატა: admin | თარიღი: 20.04.2010

„საქართველოში ოფიციალურად 200 000 ნარკომანია დაფიქსირებული, თუმცა ეს სტატისტიკა საკმაოდ პირობითია", " სამწუხაროდ, წამალდამოკიდებულთა ასაკი ახალგაზრდავდება. წინა წლებთან შედარებით 10%-ით იმატა ახალგაზრდებში ნარკოტიკების გამოყენებამ", „ოჯახების სიმშვიდეს არანაკლებ საფრთხეს უქმნის ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია"... „აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება მოდად იქცა".

- ამ საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ფონდის სააქტო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ფსიქოლოგებმა, ნარკოლოგმა, სოციოლოგმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ექსპერტებმა ისაუბრეს საკითხზე -  რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების პრობლემა, რა საფრთხეს უქმნის ის თოთოეულ პიროვნებას, მის ოჯახსა და ახლობლებს, საზოგადოების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმთელობას.

„წარმოუდგენელია გულგრილად უმზირო იმას, როგორ იღუპება შენს თვალწინ ერის გენოფონდი, მისი მომავალი, როგორ ინგრევა ოჯახები". „ საზოგადოების ყველა რგოლი, ყოველი ადამიანი, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა დაირაზმოს და პერმანეტული ომი გამოუცხადოს ყველაფერს, რაც ჩვენი საზოგადოების მომავალს ემუქრება".

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1334 | დაამატა: admin | თარიღი: 14.04.2010

იმ ფონზე, როცა საქართველოში ოფიციალურ დონეზე თითქმის შეწყვეტილია დიალოგი ქართულ -აფხაზურ, ქართულ- ოსურ საზოგადოებებს შორის, როცა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახალი სამშვიდობო გზების ძიება და სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა აქტიური მონაწილეობა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალები ერთიანდებიან  და აქტიურ მუშაობას იწყებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, ნდობის აღდგენისათვის.

4 მარტს ქუთაისში, ფონდი „სოხუმის" ოფისში მრგვალი მაგიდა მოეწყო თემაზე „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში". შეხვედრის ორგანიზატორი იყო „საქართველოს ინვალიდ-მეომართა  და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი".

- ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს, ერთი სატკივარი გვაწუხებს, მხოლოდ  ერთობლივად, ერთად დგომით  უნდა მოვნახოთ გზა აფხაზებთან და ოსებთან  შესარიგებლად. მხოლოდ სოლიდარობით მიიღწევა მშვიდობა და უსაფრთხოება, -  ითქვა შეხვედრაზე.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, შეიქმნა მემორანდუმი, რომელზე ხელის მოწერითაც  აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ქალებმა ცალსახად გამოხატეს მზადყოფნა შეურთდნენ საზოგადოებრივ მოძრაობასქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის".
 
მემორანდუმი

 ჩვენ,  ქალები, იძულებით გადადგილებული პირები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, 2010 წლის 4 მარტს ქუთაისში,  „საქართველოს ინვალიდ-მეომართა  და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირისა" და კულტურულ- ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" ინიციატივით ჩატარებული მრგვალი  მაგიდის,  „ქალის როლის ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში" მონაწილეები  ვაცნობიერებთ, რა ქალთა მონაწილეობის უცილებლობას საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში;

მიგვაჩნია, რა, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიურად იმოქმედებს საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე;

ვაცნობიერებთ და ვადასტურებთ, რა ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის უსაფრთხოების, ნდობის აღდგენის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, პრევენციისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში;

ხაზს ვუსვამთ, რა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში ქალების თანასწორ მონაწილეობას და მათი როლის გაზრდის აუცილებლობას კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მოგვარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში;

 ვადასტურებთ , რა ქალთა რესურსის ინტეგრაციის აუცილებლობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე

ვაფუძნებთ  ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და ნდობის აღდგენის პროცესებში ქალების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა

და გამოვთქვამთ სურვილს, შევუერთდეთ ქალთა მოძრაობას „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" და ჩვენი გამოცდილება, ცოდნა და უნარი მოვახმაროთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობისმშენებლობას.

ქალთა მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" ეფუძნება თანასწორუფლებიანობის პრინციპებს და ამ მოძრაობას შეუძლია ნებისმიერი ქალი, რომელსაც სურვილი აქვს, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პროცესებში და ხედავს ამ მიმართულებით ქალთა რესურსების ინტეგრაციის აუცილებლობას.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1476 | დაამატა: admin | თარიღი: 04.03.2010

« 1 2 ... 8 9 10
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0