ფონდი „სოხუმის"
ლიდერთა სკოლის გოგონები აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში. ქუთაისის ჯგუფის
ინიციატივით ფონდ „სოხუმში" მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „დევნილი
ახალგაზრდებისათვის სწავლის ხელმისაწვდომობის საკითხი".
შეხვედრის დასაწყისში
შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაციები 16-დღიან კამპანიაზე და დაურიგდათ შესაბამისი
ატრიბუტიკა.
მონაწილეთა მიერ
ცალსახად დაფიქსირდა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ მთელ მსოფლიოს და საკუთარ
პროტესტს გამოთქვამენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
სენაკის ქალთა მხარაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი
მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია
(სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება)". შეხვედრას ადგილობრივი
თვითმმართველობის, სოციალური სამსახურის, სამართალდამცავი სტრუქტურების
წარომადგენლები, პედაგოგები და დევნილი ქალბატონები ესწრებდნენ.
შეხვედრაზე
კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშრისო საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა,
მონაწილეებს დაურიგდათ პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები და კალენდრები. დამსწრეებმა
აღნიშნეს თავიანთი მზადყოფნა კამპანიაში მონაწილეობისათვის და თქვეს, რომ
სოლიდარობის ნიშნად ატარებენ თეთრ ლენტებს.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას გამოიკვეთა
პრობლემები, რომლებიც არსებობს ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით და შემუშავდა
შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც არსებული სამართლებრივი
მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას და ძალადობის პრევენციისთვის მთელი საზოგადოების
კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.
თვითმმართველი ქუთაისის საკრებულოსა და ფონდი „სოხუმის"ხანრძლივი თანამშრომლობა კიდევ უფრო
განმტკიცდა 28 ივნისს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით, რომელსაც ხელი
მოაწერეს ფონდის თავმჯდომარე ალლა გამახარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
ხვადაგიანმა.
მემორანდუმით განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
საერთო საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ადგილობრივ გადაწყვეტილებებში ქალთა
ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდის ხელშეწყობა, თანამშრომლობა სამოქალაქო
ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებში, საზოგადოებრივი კამპანიების
ჩატარებაში და ა. შ.
2 მაისს ქუთაისში, დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში გაიმართა პუბლიკაციის „ქალები მშვიდობის ძიებაში" პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. სპეციალურად ამ დღისათვის ჩამობრძანდნენ ქუთაისში სარა ლაგინდერ (Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში) დაზურაბ მჭედლიშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი).
შეკრებილებმამოისმინეს ინფორმაციები ქართულ-აფხაზური პროექტის მიმდინარეობისა და კვლევის პროცესის შესახებ, გაეცნენ პუბლიკაციას და აღნიშნეს, რომ „ქალები მშვიდობის ძიებაში" არის საქართველოში მცხოვრებ ქალთა სამშვიდობო პოზიციის დაფიქსირება, სერიოზული განაცხადი მშვიდობისმყოფელობაში და ასეთი შესანიშნავი მარგალიტი, რომლითაც ფონდი „სოხუმი" ანებივრებს სახალხო დიპლომატიით დაინტერესებულ ადამიანებს, მათსახელმძღვანელოდ უნდა გამოიყენონ.
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული
16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ჩატარებული მრგვალი მაგიდის თემა
იყო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში".
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: სხვადასხვა
უწყების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები. სულ ოცი მონაწილე.
მრგვალი მაგიდის მსვლელობისას
გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები: მუშაობა საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიზნით, სწორი ტერმინების გამოყენება, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისათვის
ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგების ჩატარება.
9 დეკემბერსხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა არჩეული თემის აქტუალობა.დაფიქსირდა კანონის არსებობის აუცილებლობა, რომელზე დაყრდნობითაც ადგილობრივ თვითმმართველობას შესაძლებლობა ექნება, დაეხმაროს მსხვერპლს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ მუნიციპალური პროგრამების არსებობის აუცილებლობას მსხვერპლთა დასახმარებლად,ასევე კვლევების ჩატარებას ძალადობრივი ფონის გასარკვევად.
„სოციალური სამსახურები, სანამ ვინმე არ მიმართავს, არ რეაგირებენ. მათგან მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ უნდა იმუშაონ პრევენციის კუთხით”.
"სოციალურმა მუშაკმა, რომელიც მოზარდებთან მუშაობს უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან.მხოლოდ ინფორმაციის გაცვლით, კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი პრობლემის მოგვარება”.
„საჭიროდ მივიჩნევთ ისეთი ცენტრების შექმნას, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაციების მიღება".
მრგვალი მაგიდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის კუთხით, არამედ კომპეტენტური მოსაზრებებით იყო მნიშვნელოვანი და აშკარად ჩანდამონაწილეთა განწყობა -უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა პრობლემის მოგვარებაში.
ლიდერთა სკოლის პირველკურსელების მიერ ფონდ "სოხუმში” ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზეთემა "არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში" განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და ფსიქოლოგები.კულტურულ აღზრდაზე, სოციალურ ფონზე, არაჯანსაღი ცხოვრების წესზე, არასამთავრობოებისდაბალ აქტივობასა და კონფლიქტებზე გამართულმა დისკუსიამ აჩვენა, რომ თემა მართლაც აქტუალურია. მონაწილეების აზრით, მსგავსი შეხვედრები ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს და არაძალადობრივ კულტურას აყალიბებს.
გენდერული განათლების ხელშეწყობა, კვალიფიციური ფსიქოლოგის ინსტიტუტის არსებობა, ახალგაზრდულიარასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, ფსიქოლოგის საჯაროსემინარები მშობლებისათვის, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა, სამართლებრივი ბაზის შექმნა, ინფორმაციის გაცხრილვა, - აი, რეკომენდაციები, რომლებიცმრგვალი მაგიდის ირგვლივ გამართულ დისკუსიაზე მიიღეს.