მთავარი »
2013 » ოქტომბერი » 18 » მრგვალი მაგიდა ზუგდიდში
22:24 მრგვალი მაგიდა ზუგდიდში |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება
- პასუხისმგებლობა და თანამშრომლობის პერსპექტივები".
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,
სოფლის რწმუნებულები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის
თანამშრომლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, დევნილი და
ადგილობრივი ქალბატონები.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობას პრობლემების მოგვარებისთვის. გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც არსებობს ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით. განხილული იყო ერთობლივი
ღონისძიებები მათ დასახმარებლად. შემუშავდა რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას და საზოგადოების კონსოლიდაციას ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 853 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |