ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

- მე ექიმი ვარ და კარგად ვიცნობ თქვენს პრობლემებს ჯანდაცვის სფეროში! ბარაქალა დევნილებო, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ! – ნინო ნემსიწვერიძე, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი.

- რამდენიმე წლის წინ აქ, სადაც დღეს დევნილები ცხოვრობთ, ჭაობიანი ადგილი იყო. დღეს კი მიხარია, ამდენ აშენებულ ბინას რომ ვხედავ, - მაია შალამბერიძე, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი.

კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა ქალ-კანდიდატებთან. ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - მაია შალამბერიძე, ნინო ნემსიწვერიძე და ნაილი ჭოლაძე - დევნილებს შეხვდნენ, მათ პრობლემებს გაეცნენ და აღნიშნეს, რომ მათ გადაჭრაში თავადაც მიიღებენ მონაწილეობას.

ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ქსელ სინერგიას წარმომადგენლები - მანანა დარჯანია და რუსუდან მარშანია, აგრეთვე ტელეკომპანია «რიონისა» და გაზეთ «რეზონანსის» ჟურნალისტები, რომელთაც გააშუქეს მრგვალი მაგიდის მიმდინარეობა.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 02.06.2014

 


 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ  „მრგვალ  მაგიდაზე“ ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის („გენდერული საჭიროებების შეფასება ადგილობრივი განვითარების კონტექსტში“) შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, ახალგაზრდებმა, სოციალურად დაუცველ და იგპ ქალთა ჯგუფებმა, პედაგოგებმა, არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა. სადისკუსიო თემების (ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა მუნიციპალურ დაგეგმარებაში; ადგილობრივ პოლიტიკასა და ბიუჯეტში გენდერული ასპექტების ჩართვა; ქალთა და სხვა ჯგუფების მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებაში; ადგილობრივი სოციალური ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ მიმართული პროექტები) გარდა, მრგვალი მაგიდის მონაწილეები არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხნენ. კარს მომდგარი არჩევნების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა - ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა, პარტიებისა და საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ.

გაჟღერდა საინტერესო წინადადებები, გამოიკვეთა საბჭოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.  

იყო კრიტიკული შენიშვნები: „ზოგიერთი პროგრამის დაფინანსების საჭიროება უკვე არ არ არის, მაგრამ ინერციით გრძელდება. სამწუხაროა, რომ საზოგადოება ნაკლებად ერევა ამაში“.

ოპტიმისტური პროგნოზებიც: „დღეს კვლევით დასაბუთებული არაერთი საჭიროება მოვისმინეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია აისახება თვითმმართველობის პროგრამებში“. „ვფიქრობთ, ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისთვის, რომელზე მუშაობაც მალე დაიწყება, საბჭო სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფთან თანამშრომლობით ბევრ ახალ ინიციატივას გააჟღერებს“. „საბჭო გულმოდგინედ ცდილობს, ხელი შეუწყოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალთა ჯგუფების, ჩართულობას ადგილობრივი რესურსების განაწილებაში“.

 

მრგვალი მაგიდა აქტუალური აღმოჩნდა მედიისათვის. თემების მიმართ დაინტერესება ბათუმში მოქმედმა თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გამოხატა.

 

http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=57989#.U3TfeRxKkM0.facebook

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2014

ფონ­დმა „სოხუმ­მა“ თებერ­ვლი­დან და­იწ­ყო შეხვედრების ციკ­ლი. ზუგდიდსა და სე­ნაკ­ში გა­ი­მარ­თა დებატები თემაზე „ადეკვატურია თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარებით კუთხით“.

ამავე თემას მიეძღვნა ქუთაისში გამართული მრგვალი მაგიდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ტი­ვი, რო­მე­ლიც  შეხვედრებზე და­ფიქ­სირ­და, ის იყო, რომ მათში მო­ნა­წი­ლეობა მიიღო ყვე­ლა იმ რგოლ­მა, იმ სტრუქ­ტუ­რამ, რომ­ლებიც რე­ფე­რა­ლურ მე­ქა­ნიზ­მებში მო­ი­აზ­რება.

ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ ადგილობრივი საკრებულოს წევრები, საპატრულო პოლიციის, სასამართლოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, სოციალური მუშაკები, იურისტები, ადვოკატები, ფსიქოლოგები - ანუ ის ადამიანები, რო­მელ­თაც პირ­და­პი­რი თუ ირიბი კავ­ში­რი აქვთ ძალა­დობის პრობლე­მის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მების ამოქ­მე­დებას­თან. 

მიუხედავად იმისა,  რომ აქტიური დისკუსიების დროს შეკითხვა მეტი იყო, ვიდრე პასუხი,  ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება და სხვა­დასხვა სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლები სა­კუ­თარ პა­სუხის­მგებლობასა და კო­ორ­დი­ნი­რებული მუ­შაობის აუ­ცი­ლებლობაზე ალა­პა­რაკ­დნენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 908 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2014

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 28 თებერვალს, ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე  - „ადგილობრივი გენდერული პერსპექტივები  თვითმმართველობისა და საზოგადოების თანამშრომლობის კონტექსტში". ღონისძიებაზე საზოგადოების საკმაოდ ფართო სპექტრი, მედიასაშუალებები, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის" პროექტის, მისი მიზნებისა და ამოცანების, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ და საშუალება მიეცათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროებები აქვს სხვადასხვა გენდერულ ჯგუფს და რა გზები არსებობს მათი მოგვარებისათვის.

საუბარი შეეხო საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც ხშირად უთანასწორობას წარმოშობს, გაჟღერდა სკოლაში გენდერული განათლების აუცილებლობის საკითხი. დევნილ ქალთა სახელით ითქვა, რომ საზოგადოების ეს ჯგუფი, პირველ რიგში, ინფორმაციის დეფიციტს განიცდის, მისთვის არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივი რესურსები.

საკრებულოს წარმომადგენელთა აზრით, საჭიროა იმ  ჯგუფების გაძლიერება, რომელთაც ნაკლებად შეეხოთ სოციალური დაცვის ღონისძიებები. ეს ადგილობრივი რესურსების სამართლიან და თანაბარ განაწილებას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „25-ე არხზე".

 

http://www.tv25.ge/?page=news&news_id=10198

 

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

„უმუშევრობა და მათი გადაჭრის გზები ახალგაზრდების თვალით" - ლიდერთა სკოლის  წყალტუბოს ჯგუფმა ამ თემაზე მოაწყო  მრგვალი მაგიდის შეხვედრა.

მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებსაც ახალგაზრდები  ამ კუთხით აწყდებიან. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლებაც კი ვერ იძლევა სამუშაოს შოვნის გარანტიას, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის - უმუშევრობა პირდაპირ კავშირშია კონფლიქტთან, ძალადობასთან და სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან.  

ითქვა, რომ სამუშაოს ძიებისას ახალგაზრდებმა უკეთ უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ისაუბრეს პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ონლაინ დასაქმებაზეც, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ ახალია და ამ სივრცის ათვისება ახალგაზრდებს მნიშვნელოვან პრობლემებს მოუხსნის.

 

ნაადრევი ქორწინება სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს, - აღინიშნა მრგვალ მაგიდაზე სენაკში.

ფონდისოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა  და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ნაადრევი ქორწიების ნეგატიური შედეგები, ძირითადად, გოგონებზე აისახება: შესაძლოა, ვერ მიიღონ განათლება, ხვებზე იყვნენ დამოკიდებული ფინანსურად და მორალურად. ეს პრობლემები კი ხშირად წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და ხელს უწყობს ოჯახების ნგრევას.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2013

ხონის ქალთა მხარაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია". შეხვედრას ესწრებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, ახალგაზრდები, დევნილი ქალბატონები.

გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და შემუშავდა  შესაბამისი  წინადადებები.

მონაწილეებს დაურიგდათ 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცემული პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები და კალენდრები.

დამსწრეებმა გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა კამპანიაში მონაწილეობისათვის და აღნიშნეს, რომ სოლიდარობის  ნიშნად თეთრ  ბაფთებს ატარებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 868 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2013

მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება; დევნილ ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ყველაზე საჭირბოროტო  საკითხები; სად გრძნობენ ისინი თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად; ვის ხელეწიფება არსებული მდგომარეობის გამოსწორება;  გენდერული ძალადობა, როგორც ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე „სუსტი" ადგილი; სახელმწიფოს, საზოგადოების წილი პასუხისმგებლობა და ძალადობის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებები; „მშვიდობისმყოფელ ქალთა ბაზის" თვალსაჩინო მაგალითი, როგორც ნიმუში თავგანწირული ბრძოლისა ქალთა და გოგონათა უფლებების დასაცავად მსოფლიოს ყველაზე „ცხელ" წერტილებში - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მრგვალ მაგიდასთან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს დევნილმა და ადგილობრივმა ქალბატონებმა, ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2013

« 1 2 3 4 5 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0