შაბათი, 20.04.2024, 03:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის თემაც იყო: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი”. შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, საკრებულოს წარმომადგენლები.

ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე გაიმართა დისკუსია. გამოიკვეთა საინტერესო მოსაზრებები: "რას აკეთებს საზოგადოება", „გარემო ძალიან ბევრს ნიშნავს, მარტო აღზრდა საკმარისი არაა..”

შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, რომ საჭიროა ახალგაზრდების ინფორმირება ამ საჭირბოროტო თემებზე, რათა გაიაზრონ თუ რა საფრთხეში იგდებენ თავს.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1078 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

ქალი და სტერეოტიპები"- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის"  ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები ნელი უნგიაძე და რუსიკო ჯგუბურია უძღვებოდნენ.

 შეხვედრის დასაწძისში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.

„ახალგაზრდების დამოკიდებულება ქალის სოციალური როლისადმი"- ამ პრობლემის განხილვას აქტიური დისკუსია მოჰყვა.

„ქალის საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ოჯახით, ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში",- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის მონაწილეთა საერთო მოსაზრება.

შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული, კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები დაურიგდათ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 989 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

   
 

სენაკში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით   ჩატარდა მრგვალი მაგიდა, თემაზე: "ქალები ძალადობის წინააღმდეგ” , რომელსაც  ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" აქტივისტები, დევნილი ქალბატონები, პედაგოგები, უფროსკლასელები და საკრებულოს წარმომადგენლები. გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ  მთელი საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 908 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.11.2010

განქორწინება ოჯახში ძალადობის ფონზე ყველაზე პრობლემურია. Aარის თუ არა გამოსავალი? რა დადებითი და რა უარყოფითი მომენტები ახლავს ამ საკითხს? –– ამ თემებზე გაიმართა დისკუსიები ქ. ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე, რომლის თემაც იყო: "განქორწინება გამოსავალი, თუ  მორიგ პრობლემებთან შეჯახებაოჯახური ძალადობის კონტექსტი.”
შეხვედრა დაიწყო ექსპერტების მიერ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით. რასაც მოჰყვა ძალიან საინტერესო დისკუსიები.  გამოიკვეთა  საინტერესო მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით: "საზოგადოების დამოკიდებულება განქორწინებული ქალის მიმართ არ არის შემწყნარებლური”, "ოჯახური კონფლიკტის შემთხვევაშიც კი ბავშვს ურჩევნია ორივე მშობელი ერთად იხილოს”, "სამწუხაროდ, წყვილი, რომელმაც განქორწინება გადაწყვიტა, მოსისხლე მტრებადორდება ერთმანეთს”.

  გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ასეთი შეხვედრები საჭირო და აუცილებელია საზოგადოებისთვის: "მსგავსი სულიერი საზრდო კარგა ხანია არ მიგვიღია”.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1289 | დაამატა: admin | თარიღი: 15.10.2010

 

17 სექტემბერს ბოლნისში, ახალგაზრდული ცენტრის ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობის პროცესში და ძალადობის პრევენციაში."

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდები: „ბოლნისის ახალგაზრდული ცენტრი", „ქალი და სამყარო", „ქვემო ქართლის საინფორმაციო საზოგადოებრივი ცენტრი", ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები და ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმომადგენლები.

ახალგაზრდებმა გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, რა გაკეთდა, რა შედეგები იქნა მიღწეული ძალადობის პრევენციისათვის. განისაზღვრა ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობის საქმეში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1065 | დაამატა: admin | თარიღი: 17.09.2010

 

2010 წლის 6-8 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელ ქალთა შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რუსეთისა და საქართველოს დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა.

ადრე, 2009 წლის დეკემბერში, თბილისში შეხვედრის დროს ეს ქალები გაერთიანდნენ რუსულ-ქართულ ალიანსში, რომელმაც, 2008 წლის ომის შედეგად დარღვეული დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, მიზნად დაისახა ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენა.

ალიანსის მონაწილეთა უმთავრესი სურვილია, არ დაიკარგოს ის კარგი, რაც იყო და არის რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ურთიერთობაში. ეს, უპირველესად, წმინდა ადამიანურ კავშირებსა და კულტურათა ურთიერთმიმართებას ეხება.

დიალოგის დაწყების ინიციატორები არიან: საქართველოს ქალთა ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" ალლა გამახარიას ხელმძღვანელობით და რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" ვალენტინა ჩერევატენკოს ხელმძღვანელობით.

მოსკოვში ყოფნის დროს ალიანსის მონაწილენი შეხვდნენ ქალთა და უფლებათა დამცველ არასამთავრობო  ორგანიზაციებს, ცნობილ ბავშვთა ექიმსა და მშვიდობისმყოფელს ლეონიდ როშალს, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრს, ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

ალიანსათან შეხვედრის დროს რუსეთის  ცნობილმა უფლებათა დამცველებმა ვალენტინ გეფტერმა და სვეტლანა განუშკინამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში ვერ დამკვიდრდა ქართველის, როგორც მტრის, ხატი და ეს დამატებით იმედს იძლევა საიმისოდ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს ურთიერთობა გაუმჯობესდება. ამ შეხვედრების დროს მშვიდობისმყოფელმა ქალებმა თვალნათლივ დაინახეს მონაწილეთა გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყონ რუსეთისა და საქართველოს მცხოვრებთ შორის ურთიერთობების მოგვარებას.

რუსეთისა და საქართველოს მშვიდობისმყოფელი ქალები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც მშვიდობის დესპანებად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ორივე ქვეყანაში. იგეგმება - ერთობლივი კვლევების, გამოფენების ჩატარება, ჟურნალისტთა გაცვლა, დოკუმენტური კინოს ფესტივალის მოწყობა, ჰუმანიტარული აქციები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. ამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას საფუძველი უკვე აქვს. ალიანსის მუშაობის შედეგად   თბილისში მოეწყო რუსეთის ჟურნალისტის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა „ომის აპოთეოზი", რომელიც საომარი კონფლიქტების მსხვერპლთ მიეძღვნა, ქართულ ენაზე ითარგმნა ელვირა გორიუხინას  წიგნი „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში".

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1109 | დაამატა: admin | თარიღი: 08.09.2010

სამ სექტემბერს სასტუმრო „იმპერიალის" საკონფერენციო დარბაზში იმერეთის რეგიონის საკრებულოს წევრი ქალები და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

 შეხვედრის პირველ ნაწილში სხვადასხვა საკრებულოების წევრმა ქალებმა ისაუბრეს რა მდგომარეობაა ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ფონდი „სოხუმის" მიერ გამოცემული  წიგნების პრეზენტაციას მიეძღვნა.

ბროშურაში „გენდერი და პოლიტიკური პარტიები" მოცემულია ქვეყნის პოლიტიკაში არსებული გენდერული სიტუაციის ზოგადი დახასიათება.

რუსი ქალბატონის ელვირა გორიუხინას „მასწავლებლის მოგზაურობა კავკასიაში" კვინა ტილ კვინას ხელშეწყობით ითარგმნა.ეს არის წიგნი მარადიულ ფასეულობებზე, რომელიც მონანიების, მიტევებისა და მოყვასის სიყვარულის გრძნობებს აღვიძებს.

- არ შეიძლება არ იგრძნო, არ განიცადო, თითქოს შენს გვერდით ზის და გიყვება მოგზაურობის საოცარ ამბებს, მთელი განცდებით, ემოციებით, - ლია გვენეტაძე.

- ბევრს არ ეყოფოდა ძალა ეს მოგზაურობა მოეწყო. არ არის ადვილი იმოგზაურო, განიცადო და მერე დაწერო, თანაც ისე, რომ ეს მკითხველმაც იგრძნოს, - მაკა ჩინიჯიშვილი

კავშირი სამშვიდობო პროცესებსა და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას შორის, ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა ამ პროცესებში - გამომსვლელებმა ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1313 | დაამატა: admin | თარიღი: 03.09.2010

« 1 2 ... 7 8 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0