კვირა, 24.11.2024, 00:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მრგვალი მაგიდები

 

 

ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ კვლევაში -„ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ - გენდერული პრობლემატიკის ნიშნით რამდენიმე საკითხი გამოიყო. მათ შორის იყო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. 

ფონდმა „სოხუმმა“ ამ საკითხებზე სასაუბროდ მრგვალ მაგიდასთან მოიწვია საბავშვო ბაღების მესვეურნი, მშობლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მედიცინის მუშაკები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის, „საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს“  წარმომადგენლები.

საკითხის აქტუალობა გამართულმა დისკუსიებმა დაადასტურა. გამოიკვეთა პოზიცია, რომ მიუხედავად თვითმმართველობის მონდომებისა, უახლოეს პერიოდში ყველა ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამიტომ დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მოხდეს ალტერნატიული საშუალებების გამონახვა. ასევე - აღმზრდელთა ანაზღაურების გაზრდის, ახალგაზრდა ოჯახების მიმართ უფრო გულისხმიერი დამოკიდებულების,  ბაღების ფსიქოლოგებთან  მშობლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტობის, აღსაზრდელთა პროფილაქტიკური გასინჯვებისთვის  ადგილობრივი რესურსების გამოყოფის,  სპეც-მასწავლებლების საჭიროების საკითხი. 

მრგვალი მაგიდის თემა თითქმის ყველა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2014

18 სექტემბერი. ურეკი. სასტუმრო „კოლხიდა“.

აქ შეიკრიბა ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების 48 წარმომადგენელი, რომლებიც მუშაობენ პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება სოციალური ცვლილებებისათვის რეგიონებში“ ფარგლებში

მათი მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელმაც საპროექტო წლის მუშაობა შაჯამა და სამომავლო გეგმები დასახა. საბჭოების თავმჯდომარეებმა გააკეთეს პრეზენტაციები გაწეული მუშაობის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიღწეულ შედეგებზე.

დისკუსიის დროს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა - საკრებულოების დეპუტატებმა, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორის აქტიურმა წევრებმა, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა - აღინიშნეს, რომ ისინი უფრო მეტად არიან მოტივირებული, რათა საბჭოს საქმიანობა უფრო ეფექტური და შედეგიანი გახადონ და ხელი შეუწყონ რეგიონებში გენდერული პოლიტიკის გატარებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 18.09.2014

 

„თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება - დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები. რეალობა და პერსპექტივები“ - ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატით შეკრებილმა სტუმრებმა ამ საკითხის ირგვლივ  თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს.

რომელი მიმართულებები იქნება დასაქმების კუთხით ყველაზე  ოპტიმალური ადგილობრივი პერსპექტივისათვის; რა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოტივაცია ამ პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის და რა რეალურ სარგებელს მოიტანს ის ადგილობრივი განვითარებისათვის; როგორ და ვის მიერ უნდა განისაზღვროს პროგრამაში მონაწილეობს პირობები, დაფინანსების კრიტერიუმები;  როგორ უნდა მოხდეს პროექტების შერჩევა; რამდენად უნდა იყოს „მიბმული“ პროგრამაზე ბიზნესის მართვისა და კონსულტირების პროექტები, ვის მიერ და რა რესურსებით უნდა მოხდეს მათი განხორციელება; როგორია ამ საკითხების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის დარგის სპეციალისტების    პოზიციები?

როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, კარგია, რომ საფუძველი ჩაეყარა საკითხის გარშემო სამოქალაქო დიალოგს, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას. უმეტესობა შეთანხმდა, რომ არსებული პროგრამების მოდერნიზების პარალელურად უნდა შემუშავდეს ახალი პროგრამები და ეს აუცილებლად უნდა აისახოს მომავალ ბიუჯეტში.

თემა საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი მედიისთვის.


http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=60189

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

ტელეკომპანია „რიონზე“ 8 ივნისს გასულმა  სიუჟეტმა  ასახა ორი მრგვალი მაგიდა, რომელიც  ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქალ-კანდიდატებსა („ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები) და დევნილთა ჯგუფებს შორის. შეხვედრების ორგანიზატორები არიან ქსელი „სინერგიას“ წევრები - ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“. წყალტუბოში 8 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და გამსვლელ სიებში გენდერული ბალანსი ნაკლებად არის დაცული. 

ინტერვიუებში ქალმა კანდიდატებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში აუცილებლად მოხვდებიან ქალები და იქნებიან შუამავალი მოქალაქეთა ჯგუფებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 746 | დაამატა: admin | თარიღი: 08.06.2014

ტელერადიოკომპანია რიონის ტელეჟურნალ „შვიდ დღეში“ ქსელი „სინერგიას“ წევრი ორგანიზაციების - ფონდი „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის, პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყაროს“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდები გაშუქდა, რომლებზეც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალები შეხვდნენ დევნილთა ჯგუფებს. ცხადი გახდა, რა ხედვები გააჩნიათ კანდიდატებს, როგორია მათი პროგრამები, როგორ უყურებენ დევნილთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებს; რა პრობლემების წინაშეა თვითონ დევნილი საზოგადოება და რამდენად არის მზად, დადოს პოლიტიკური ფსონი ქალ-კანდიდატებზე.

როგორც სიუჟეტში გამოჩნდა, კანდიდატი ქალების უმრავლესობა კარგად იცნობს დევნილთა პრობლემებს და მათი ინტერსების დაცვა საკუთარი  პოლიტიკური ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

შეხვედრის ორგანიზატორებმა პოზიტიურად შეაფასეს შეხვედრები და გამოთქვეს რწმენა, რომ ახალი მოწვევის საკრებულო მეტი ეფექტურიბით დაიცავს დევნილთა ინტერესებს. 

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 795 | დაამატა: admin | თარიღი: 08.06.2014

სენაკის ბოლო მოწვევის საკრებულოში 5 ქალბატონი იყო. ისინი ახლაც იყრიან კენჭს. ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 5 მაჟორიტარობის კანდიდატი: ნატალია ხუბუა, მარინა ხოფერია, ლიმორა არდია, თამილა სორდია და დინარა ხუხუა.

ისინი ყოველთვის აქტიურად  მონაწილეობდნენ დევნილთა პრობლემების მოგვარებაში და,

გამარჯვების შემთხვევაში, ხელს შეუწყობენ სენაკში მათ ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში.

ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ გამარჯვება უსურვა ქალბატონებს.

შეხვედრა გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზია „ეგრისმა“.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 05.06.2014

ქალთა მხარდაჭერის ცენტრში „მრგვალი მაგიდის“ გარშემო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეიკრიბა.

სარებულოს წევრობის კანდიდატებმა - ზაზა მეტრეველმა, ანა ბერაძემ და ბექარ ბრეგვაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს მონაწილეებს.

ზაზა მეტრეველმა აღნიშნა, რომ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში წყალტუბოში განახლდება გზების რეაბილიტაცია, აშენდება ეგზოტიკური  პარკი...

კანდიდატებმა დევნილთა პრობლემებიც მოისმინეს (არარეაბილიტირებულ შენობებში ამორტიზებული საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემები, დაზიანებული სახურავები, გამრიცხველიანება, გაზიფიცირება, დევნილთათვის აგებული შენობების და მიწების საკუთრებაში გადაცემა...).

მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა კანდიდატებს დევნილთა და ქალთა საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთ საკითხად მან მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა დაასახელა.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

« 1 2 3 4 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0