კვირა, 24.11.2024, 03:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტით გრძელდება სამობილიზაციო შეხვედრები ქალებთან.  წელს არეალი გაფართოვდა - მობილიზაციის შეხვედრები გაიმართა არა მარტო იმ ადგილებში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრებია (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა), არამედ მობილიზატორები გავიდნენ ახლომდებარე სოფლებში - ივანდიდი (ხონის მუნიციპალიტეტი), თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბათარია (სენაკის მუნიციპალიტეტი ) კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდა 5 ქალაქსა და 5 სოფელში.

შეხვედრებზე ისაუბრეს ახალ პროექტზე, მიზნებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2015

 

26 იანვარს სენაკის საკრებულოში  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, ნანა ალანიას (საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე) ინიციატივით გაიმართა რიგგარეშე სხდომა.

სხდომაზე მოწვეულები იყვნენ: სენაკის გამგეობის ლტოლვილთა და განსახლების, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, კულტურის ცენტრის დირექტორი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი, კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრები დევნილები, საკრებულოს დეპუტატები.

სხდომაზე გაიმართა აქტიური მსჯელობა ორი პრობლემის თაობაზე - ეს პრობლემები გამოვლინდა  კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის შედეგად და იურისტის შეხვედრის დროს ქალაქის ბიბლიოთეკაში.

გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა განუმარტეს შეკრებილებს, რა შედის მათ კომპეტენციაში და რისი გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ მცხოვრებთა მდგომარეობა.

რაც შეეხება ბიბლიოთეკას, კულტურის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „სველ წერტილთან“ დაკავშირებული პრობლემა უახლოეს ხანში აღმოიფხვრება.

თავის მხრივ, დამსწრე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების მიზნით განიხილავენ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 735 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2015

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩამოყალიბებული საბჭოებიდან პირველი იყო, რომელმაც გენდერული პოლიტიკის გატარება დაიწყო რეგიონში.

საბჭომ ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა, ხოლო ადგილობრივმა საკრებულომ და ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსეს პროექტი „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.

პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება - მალე ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი.

ამის შესახებ იყო საუბარი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე. შეკრებილებმა დაამტკიცეს გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც საკრებულოს გადაეცემა განსახილველად და დასამტკიცებლად.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს გენდერული პოლიტიკის გეგმაში გაწერილ ინიციატივებს და საბჭოს მიერ წარდგენილი რამდენიმე პროექტები უკვე მზადაა დაფინანსებისათვის.

სხდომის დასასრულს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს აქციის „STOP C“ მიმართ, რომელიც  ჰეპატიტის პრევენციის მიზნით დაიწყო.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 23.01.2015

„ვაჩუქოთ დევნილებს ღიმილი“ - ეს ფრაზა წითელ ზოლად გასდევდა ბათუმში ჩატარებულ შეხვედრას.

ჯანდაცვის პრობლემებზე საუბრისას დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათ უმრავლესობას არა აქვს კბილების მკურნალობის საშუალება და სურს, დაწესდეს თუნდაც 50%-იანი შეღავათი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ ხელმძღვანელის ნანა ჭანტურაიას თქმით, ომისშემდგომ წლებში დევნილებს არ ჰქონდათ პირის ღრუს მოვლის საშუალება. ერთმა გაფუჭებულმა კბილმა დანარჩენი დააზიანა, შემდეგ კი გამოიწვია სხვადასხვა დაავადება და დეპრესია.

პრობლემის გადასაჭრელად და პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად ფონდი „სოხუმის“ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი და ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ წევრები ერთობლივი აქციისა და ადვოკატირების ჩატარებას გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 23.01.2015

23 იანვარს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები, რომლებიც საბჭოს წევრებს, მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაეცნენ. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო გენდერული ბიუჯეტი, თვითმმართველობის როლი და ფუნქცია გენდერული ძალადობისაგან დაცვის საკითხში, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული რეფერალი და მისი სუბიექტების უფლებამოსილება და კოორდინაცია.  ამ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში მათთან ერთად ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.

შეხვედრაზე მოხდა მოქალაქეთა ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება. როგორც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სიამოვნებით გააგრძელებენ საბჭოსთან თანამშრომლობას საკითხებში,  რომელთა გადაწყვეტაში  მათი უშუალო  ჩართვა აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 23.01.2015

სენაკის ყოფილი სასტუმრო „ეგრისის“  შენობა რეაბილიტირებულია, მაგრამ იქ მცხოვრები  33 დევნილი ოჯახის წევრებმა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ყველაზე მწვავე პრობლემები დაასახელეს - არ არის გაზი, დევნილთა ნაწილი ფართის დაკანონების მოლოდინშია, პირველი სართულის ფოიეში ჭერი ნახევრად ჩამონგრეულია, სარდაფში კი ანტისანიტარიაა.

დევნილები შენობის პირველი სართულის რეაბილიტაციას ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვენ.

შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემები იმ დღესვე დაისვა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. გადაწყდა, სასწრაფოდ გაიმართოს დევნილების შეხვედრა საბჭოს წევრებთან და იმ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხების გადაჭრა.

 

პროექტი  ხორციელდება  გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის  ფონდის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-12 სხდომა გენდერული პოლიტიკის განხორციელების დასაწყისად იქცა - მალე დაიწყება აქტივობები საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტისა, რომელიც დაფინანსდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ და განიხილეს ახალი საპროექტო იდეები გენდერული პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებიდან.

სხდომა აქტიური დისკუსიით და დასმული პრობლემების სიმრავლით გამოირჩეოდა.  შეკრებილთა ყურადღება მიიპყრო კოლექტიურ ცენტრ „ეგრისის“ და საჯარო ბიბლიოთეკის პრობლემებმა (ეს პრობლემები გამოვლინდა დევნილებთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრის და პროექტის იურისტის საკონსულტაციო შეხვედრის შედეგად).

-ჩვენ შევისწავლით სიტუაციას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - აღნიშნა ნანა ალანიამ, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარემ.    

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 21.01.2015

« 1 2 3 4 5 6 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0