|
სამშაბათი, 17.02.2026, 13:29
მოგესალმები სტუმარი
...
მთავარი » შეხვედრები
|


|
შემაჯამებელი შეფასებითი სემინარით დაასრულა მუშაობა ფონდმა „სოხუმმა“ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.
სემინარს ესწრებოდნენ თანამშრომლები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები.
პროექტს ჰქონდა რამდენიმე მიმართულება: ინფორმირება, განათლება, ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი, უნარების შეძენა, მომსახურება იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციის სახით, ქალთა გაძლიერება საკუთარი უფლებების ადვოკატირებისათვის, საზოგადოების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვა ღონისძიებებში, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სემინარზე შეჯამდა მიღწევები, მოხდა სამწლიანი პროექტით დასახული მიზნებისა და მიღებული შედეგების შედარება.
სამი რთული წელი უკვე წარსულს ჩაბარდა. წინ კი ახალი პერსპექტივები იშლება, ახალი გეგმები, ახალი მიდგომები ძველი, მაგრამ კვლავინდებურად აქტუალური პრობლემის მიმართ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|


|
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში იურისტი შეხვდა ოზურგეთის 26 მაისის ქუჩის მცხოვრებლებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ შესახვევში ასფალტის საფარი ამორტიზებულია. გზის მოუწესრიგებლობისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო წვიმიან ამინდში შემოსასვლელი ისე იტბორება, რომ ფეხით გავლა შეუძლებელია. არის გარე განათების პრობლემაც. მომზადდა განცხადება, რომელსაც ისინი შეიტანენ ქალაქის მერიაში და რის შემდგომაც მოხდება ამ პრობლემების მოგვარების ლობირება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
 |
ეს იყო წლის ბოლო შეხვედრა, რომელზეც ჟურნალისტებმა ისაუბრეს თავიანთ სოციალურ როლზე, შეცვლილ გენდერულ მიდგომებზე, დამოკიდებულებაზე აქტუალური პრობლემების გაშუქების მიმართ.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ასისტენტმა შეკრებილებს გააცნო რეკომენდაციები, რომლებიც საკრებულოს და მერიას წარუდგინა გენდერულმა საბჭომ და ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
|
სიუჟეტი, რომელიც ტელეჟურნალ „7 დღის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, მაყურებელს აცნობს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის შედეგებს. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, საბჭოს რეკომენდაციების დიდი წილი გათვალისწინებულია მომავალ ბიუჟეტში. მათ შორის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გენდერული ხასიათი, პედაგოგთა და სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. საბჭოს წევრების შეფასებით, ახალი ბიუჯეტი ბევრად უფრო გენდერულად მგრძნობიარეა, ვიდრე წინა წლები - ეს თვითმმართველობისა და სამოქალაქო ჯგუფების თანამშრომლობის შედეგია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
 |
სენაკელი ჟურნალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ „სოხუმთან“ - მონაწილეობენ სხვადასხვა შეხვედრებში, ამზადებენ მასალებს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ.
20 დეკემბერს გაიმართა შეხვედრები ტელეკომპანია „ეგრისსა“ და გაზეთ „კოლხეთში“. ჟურნალისტებმა, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ისაუბრეს ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ახალ პროექტზე, მედიის გენდერულ აქცენტებზე და თანამშრომლობის განვითარებაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
 |
19 დეკემბერს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მობილიზატორთა ქსელური შეხვედრა. შეკრებილებმა ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში ცენტრების მიერ ოჯახში ძალადობის მონიტორინგის თვალსაზრისით ჩატარებული მუშაობის შესახებ.
მობილიზატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრები კონკრეტულ ღონისძიებებზე ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შემდგომი გაძლიერებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|

|
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 18 დეკემბერს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია -ადგილობრივი სტრუქტურათშორისი თანამშრომლობა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდები, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, საზოგადოების ჯგუფები.
როგორც მრგვალ მაგიდაზე ითქვა, პრობლემა აჭარის რეგიონშიც თვალსაჩინოა და სერიოზულად დგას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობა. მნიშვნელოვანია კანონის არსებული მექანიზების სრული გამოყენება, რაც შეუძლებელია სტრუქტურებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გარეშე.
სად არის ყველაზე „სუსტი წერტილები“ ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ძალადობის პრევენციის მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, განათლება, რა როლი ენიჭება სხვადასხვა სექტორს, განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემაზე რეაგირების კუთხით - შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გაჟღერდა, რაც, ორგანიზატორების აზრით, აუცილებლად აისახება რეკომენდაციებში და წარედგინება შესაბამის სტრუქტურებს.
ითქვა, რომ საზოგადოებრივ დისკუსიებს სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს.
შეხვედრა ტელეკომპანია „აჭარას“ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
| « 1 2 3 4 5 6 7 ... 66 67 » |
|
| კალენდარი |
| « თებერვალი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | | 1 | | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|