ახალი სამუშაო წლის დაწყებისთანავე გაგრძელდა შეხვედრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 შეხვედრა ჩატარდა, როგორც ქალებისათვის, ასევე ახალგაზრდა გოგონებისათვის. მონაწილეები მოდიან საჭირო ინფორმაციების მისაღებად, მოდიან იმისათვის, რომ მიიღონ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ქუთაისის შეხვედრაზე საუბარი იყო ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეებზე. იყო ბევრი შეკითხვები, როგორ უნდა მოხდეს დაავადებების თავიდან აცილება.
წყალტუბოში გამართულ შეხვედრამ ძირითადად კონსულტაციების ხასიათი მიიღო. შეხვედრამდე ქალები იმყოფებოდნენ გინეკოლოგთან გამოკვლევებზე და შედეგები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მომავალი დედები, რომლებსაც ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ, რა სახის პრეპარატები, ვიტამინები უნდა მიიღოს ქალმა ასეთ მდგომარეობაში.
ხონში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გინეკოლოგთან შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით როგორიცაა კლიმაქსი და ამ დაავადაბასთან დაკავშირებული სიმპტომები.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.
იანვრის თვეში DRC-ის პროექტის ფარგლებში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოსსხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში.
შეხვედრებზე გაირკვა, რომ კოლექტიური ცენტრების უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს, რაც ძირითადად განსახლების საკითხებს უკავშირდება.
კმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი სასტუმრო „სათაფლიაში" მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობა გაურემონტეს და კერძო მფლობელობაში გადასცეს. მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაც არსებობს, რაც მათი თქმით, ფართის არასწორად განაწილებას უკავშირდება.
გაურკვეველ მდგომარეობაში არიან წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები.
საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება და დევნილები საჭიროინფორმაციებს მიიღებენ განახლებასთან დაკავშირებით.
„როცაადამიანიბრაზობს, ისსაკუთარსულშიარუშვებსსიკეთეს, სავსეა აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს მის შინაგან სამყაროს." - ამბობენ ქალები ფსიქოლოგის შეხვედრებზე.
„ისწავლეთ საკუთარი სხეულისათვის სიკეთისა და სიყვარულის გაგზავნა, - ურჩევს მათ ფსიქოლოგი.
იანვრის თვეში ფსიქოლოგმა 12 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა 86 დევნილმა ქალმა გაიარა ფსიქორებილიტაცია.
26 იანვარს, ქალაქ ფოთში, საკრებულოს საააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელზეც შეიკრიბნენ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მას-მედიის წარმომადგენელი ქალები. შეხვედრა შედგა პროექტის - "საზოგადოების ინფორმირება კვლევის "დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო,რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო განგაში” აფინანსებს. ეს პროექტის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა იყო.
შეხვედრის ორგანიზატორებს აქვთ მიზანი, გააცნონ მონაწილეებს ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევები და საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგები კი თვალსაჩინო გახადონ სპეციალისტებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.
ფოთში გამართულმა შეხვედრამ ქალთა სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება განსაზღვრა ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობების მიმართ.
მონაწილეთა პოზიციით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ალტერნატივა არა აქვს, ამ გზაზე კი აუცილებელია არსებობა ხელშეკრულებისა, რომელიც განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებას, არ გამოიყენონ ძალა, დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.
რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების დადება; ვინ უნდა იყვნენ მისი შესრულების გარანტები; რომელი მხარეები უნდა მოვიაზროთ მთავარ სუბიექტებად; რომელია ის პირობები, რომლებიც აუცილებლადუნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში; რა წინადადებები, რეკომენდაციები აქვთ მათ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსიები.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
- ქალთა უფლებები და მისი როლი მშვიდობის მშენებლობაში, რეზოლუცია 1325 - ამ და სხვა საკითხების განხილვით დაიწყო წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან შეხვედრა.
„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის თემები, რომელიც შეხვედრებზე განიხილება, საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან გოგონებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა საკუთარ უფლებებზე, უნდა იცოდნენ რა სახის კანონები არსებობს, რათა ეს ყველაფერი შემდეგ პრაქტიკულადაც გამოიყენონ", - ეკა ქვაჩახია.
მონაწილე გოგონები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობსგოგონათა ინფორმირებას საკუთარ უფლებებზე და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.
ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისპარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.
მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პარტიის წევრი ქალები განსაკუთრებულ მობილიზაციას ავლენენ არამარტო წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ პარტიაში გენდერული თანასწორობის პრინციპი დაცულია და შესაბამისად, არ ემხრობიან კვოტირების სისტემას. საარჩევნო სიების შედგენა ეფუძვნება პროფესიონალიზმს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს და განათლების მაღალ დონეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, პარტიის წევრი ქალების და ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის მნიშვნელობას. დაიგეგმა მათი მონაწილეობა კლუბის მომავალ შეხვედრებზე.