მთავარი »
2015 » იანვარი » 23 » ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აძლიერებს
10:34 ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აძლიერებს |
|
23 იანვარს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების ახალი ხელმძღვანელები, რომლებიც საბჭოს წევრებს, მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაეცნენ. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო გენდერული ბიუჯეტი, თვითმმართველობის როლი და ფუნქცია გენდერული ძალადობისაგან დაცვის საკითხში, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული რეფერალი და მისი სუბიექტების უფლებამოსილება და კოორდინაცია. ამ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში მათთან ერთად ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ჩაერთნენ.
შეხვედრაზე მოხდა მოქალაქეთა ჯგუფებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება. როგორც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი სიამოვნებით გააგრძელებენ საბჭოსთან თანამშრომლობას საკითხებში, რომელთა გადაწყვეტაში მათი უშუალო ჩართვა აუცილებელია.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 725 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |