ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » იანვარი » 23 » ოზურგეთის გენდერული პოლიტიკა - მოქმედებაში
12:17
ოზურგეთის გენდერული პოლიტიკა - მოქმედებაში

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩამოყალიბებული საბჭოებიდან პირველი იყო, რომელმაც გენდერული პოლიტიკის გატარება დაიწყო რეგიონში.

საბჭომ ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა, ხოლო ადგილობრივმა საკრებულომ და ფონდმა „სოხუმმა“ დააფინანსეს პროექტი „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“.

პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება - მალე ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი.

ამის შესახებ იყო საუბარი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე. შეკრებილებმა დაამტკიცეს გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც საკრებულოს გადაეცემა განსახილველად და დასამტკიცებლად.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს გენდერული პოლიტიკის გეგმაში გაწერილ ინიციატივებს და საბჭოს მიერ წარდგენილი რამდენიმე პროექტები უკვე მზადაა დაფინანსებისათვის.

სხდომის დასასრულს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს აქციის „STOP C“ მიმართ, რომელიც  ჰეპატიტის პრევენციის მიზნით დაიწყო.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 806 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0