ოთხშაბათი, 27.11.2024, 23:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

16  დეკემბერს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 ქალბატონმა, რომელთა შორის იყვნენ კლუბის ახალი წევრები.

შეკრებილებმა ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, 16-დღიან კამპანიაში  ჩართულობაზე, გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე და კლუბის მნიშვნელოვან როლზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.

დაიგეგმა მომავალი შეხვედრების საკითხები, მათ შორის - სხვადასხვა სოციალური პრობლემის ადვოკატირების კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 758 | დაამატა: admin | თარიღი: 16.12.2014

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრების თემად შერჩეულ იქნა საერთაშორისო დოკუმენტები (გაეროს რეზოლუციები და პეკინის პლატფორმა), რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა უფლებების დაცვას.

საკითხი ახალი აღმოჩნდა ბევრი მონაწილისთვის. მუშაობაში ინტერესით ჩაერთნენ ქუთაისის თუ ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე ახალგაზრდები, რომელთაც ფონდის ასისტენტები შეხვდნენ წყალტუბოში, სენაკში, ხონსა თუ ფოთში.

შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო  ფურცლები. თავიდან დისკუსები არ იყო აქტიური, მაგრამ მონაწილეებმა თანდათან გაიგეს თემის არსი, ამ დოკუმენტების მნიშვნელობა და თავიანთი აზრიც გამოთქვეს:

„შეხვედრამ გამიჩინა სურვილი, უფრო მეტი გავიგო  ამ საკითხებზე“.

„საინტერესოა  მსგავსი შეხვედრები, ახალი თემა, დისკუსიის კულტურა, ინტერაქტივი და ჯგუფური სამუშაო გვაძლევს კომუნიკაბელურობის, საჯაროობის და აქტიურობის გამოცდილებას.“  

გოგონებმა ჩაატარეს დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები თავიანთ სკოლებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 703 | დაამატა: admin | თარიღი: 12.12.2014

11 დეკემბერს გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეთორმეტე სხდომა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა აქტიურად იმსჯელეს ქუთაისის გენდერულ პოლიტიკაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციები განსახილველად გადაეცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

 

წლის ბოლოს ოზურგეთელ ჟურნალისტებთან შეხვედრა განსხავებულად ჩატარდა - ისინი ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოვიწვიეთ, რომ მეტი გაეგოთ კლუბის შესახებ - როგორ მუშაობს, რა ტრადიციები აქვს, როგორ ხდება პრობლემების ადვოკატირება...

ჟურნალისტებმა ისაუბრეს გენდერული თემატიკის აქტუალობაზე და თავიანთ ჩართულობაზე ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

ტელეკომპანია „გურიის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა საინფორმაციო პროგრამა „ფაქტში“ გააშუქეს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 663 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2014

ბათუმში გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც საკრებულოსა და მერიას უახლოეს დღეებში წარედგინება გასაცნობად.

შეხვედრაზე დამტკიცდა საბჭოს მოხალისეობრივი პროექტი, რომლითაც  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელება იგეგმება. საბჭოს წევრები ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან, თემის აქტიურ წევრებთან, გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის ოჯახში ძალადობის პრობლემაზე საბაზისო ინფორმაციას, ჩატარდება მრგვალი მაგიდა, რადიოგადაცემები. საბჭოს პროექტში ჩაერთვება ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი, რომელიც ძალადობის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას შეუწყობს ხელს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გაკეთდა ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საბჭოს წევრების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე (მრგვალი მაგიდა, ვორკშოპები ახალგაზრდებთან).

სხდომაზე შეჯამდა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტი და განხილულ იქნა ახალი  პროექტები, რომლებიც დასაფინანსებლად წარედგინება საკრებულოს. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 669 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

 

დღეს გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-11 სხდომა, რომლის შედეგად მიღებულ იქნა ქალაქის გენდერული პოლიტიკის გეგმა, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე შეიმუშავა  გენდერულმა საბჭომ  გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ამოცანა, რომელიც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს გეგმაშია შესული, უკვე გათვალისწინებულია სენაკის 2015 წელს  ბიუჯეტში. 

დღის წესრიგის თანახმად, საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები 2014   წლის ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის თაობაზე, რომელიც მათ ოქტომბერში განახორციელეს. საბჭოს წევრების თქმით, მონიტორინგის დროს მათ საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის შეედარებინათ 2012 და 2013 წლების ბიუჯეტები და გენდერული ასპექტების გათვალისწინებით შეემუშავებინათ რეკომენდაციები 2015 წლის ბიუჯეტისთვის.

საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ შეკრებილებს გააცნო საბჭოს პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც მიმართულია სენაკის საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და ახალგაზრდა მშობლების ინფორმირებულობის გაზრდისაკენ გენდერის, ძალადობისა და ეკოსანიტარიის საკითხებზე.

პროექტი უკვე განიხილეს და მოიწონეს საკრებულოს სხდომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სენაკის საკრებულო მზადაა პროექტის თანადაფინანსებისათვის ფონდ „სოხუმთან“ ერთად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 667 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0