ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 12 » ვორკშოპი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში
20:40
ვორკშოპი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

 

ვორკშოპს სხვადასხვა თაობის დევნილ  და ადგილობრივ  ქალბატონებთნ ერთად ახალგაზრდა ვაჟებიც დაესწრნენ. ღონისძიებას პროექტის ფარგლებში მომზადებული ახალბედა მწვრთნელები უძღვებოდნენ, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ საქმეს.

პირველ ბლოკში  კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ წარმოდგენილი იქნა შრი-ლანკელი ვისაკა დარმადასას ისტორიით, რომელიც წყალტუბოში მცხოვრები ბევრი ოჯახისათვის ნაცნობი და მტკივნეულია: „მე ვიბრძვი იმისათვის, რათა სხვა დედებმა არ დაკარგონ შვილები“. მათთვის ორგანული იყო ამ ისტორიის პათოსი: „ყველა ომი საბოლოოდ შერიგებით მთავრდება“.

ვორკშოპის მეორე ნაწილი ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო, რომლის დროსაც მონაწილეებმა ინტერაქტიულ დიალოგში გამოკვეთეს სფეროები, სადაც ქალთა გენდერული უსაფრთხოება ყველაზე ნაკლებად არის დაცული. ითქვა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობის პარალელურად, საჭიროა, ქალებმა უფრო ღრმად გაიაზრონ თავისი უფლებები და შეძლონ და ისწავლონ მათი დაცვა, განსაკუთრებით შრომის უფლების დაცვა, რადგან ძალიან ხშირია მაგალითები, რომ ისინი ხშირად ვერ ბედავენ ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით. განსაკუთრებით კერძო სექტორში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0