ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთ-ერთ შეხვედრაზე კლუბის წევრები
ინიციატივით გამოვიდნენ, თანადაფინანსების პრინციპით სტომატოლოგიური მომსახურეობა
გაეწიათ შესაძლებლობაშეზღუდული (სმენადაქვეითებული) პირებისათვის.
სულ მალე ადვოკატირების ჯგუფმა ამ
იდეის განხორციელებისათვის დაიწყო მუშაობა. პირველ ეტაპზე კლუბის წევრების მიერ დაიწერა
პროექტი, - „ლამაზი ღიმილი სმენადაქვეითებულებს".
პროექტის მიხედვით ჩატარდა მოკვლევა
და შეიქმნა მონაცემთა ბაზა ამ კატეგორიის
ბენეფიციარებზე. პარალელურად გაიმართა მოლაპარაკება ქალაქში არსებულ
ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკასთან, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მომსახურების
სრული თანხის 20% თავად გადაეხადა. ამის შემდეგ ადვოკატიების ჯგუფის წევრები
შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. წარდგენილი პროექტი
საკრებულოს გადაეცა განსახილველად. რომელიც მოიწონეს და მის განსახორციელებლად
5000 ლარი გამოიყო.
პროექტი უკვე მუშაობს. ბიუჯეტის
მიხედვით მომსახურების 50%-ს იხდის თვითმმართველობა, 20%-ს სტომატოლოგიური
კლინიკა, 30%-ს ბენეფიციარი.
მომზადდა სპეციალური სიუჟეტი რომელიც ტელეკომპანია „რიონით" გადაიცა.
კლინიკა ინტენსიურად მუშაობს, ბენეფიციარების დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა
სტომატოლოგიური მომსახურებით.
ადვოკატირების ჯგუფი მომავალშიც გეგმავს ამ კატეგორიის ადამიანების საზოგადოებაში
ინტეგრირებისთვის მუშაობას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |