ლიდერ გოგონათა სკოლის შესარჩევი ტრენინგები დამთავრდა.
ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, ხურჩასა და სენაკში
90-მა დევნილმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა და
გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.
მარტის ბოლოს, მონაწილეთა მოტივაციისა
და მწვრთნელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით
კომისია ლიდერთა სკოლას 24 მონაწილით დააკომპლექტებს. თითო ქალაქიდან ოთხი აქტიური
მონაწილე შეირჩევა, დანარჩენები სარეზერვო ჯგუფში მოხვდებიან და ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა
ღონისძიებაში ჩაერთვებიან.
შესარჩევი ტრენინგები იძლევა იმის საფუძველს, რომ ლიდერ
გოგონათა სკოლის ახალი შემადგენლობაც ისეთივე აქტიური,
კრეატიული და მოტივირებული იქნება, როგორც გასულ წლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |