ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გოგონებთან ჩატარებულ 5 შეხვედრას 17-დან 20-წლამდე ასაკის გოგონები ესწრებოდნენ. თემა - კომუნიკაცია და მისი მექანიზმები - ძალიან საინტერესო აღმოჩნდა; გოგონები შეხვედრებზე მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაქორწინებულია, ცდილობენ, დრო გამონახონ, ვინაიდან მსგავსი ხასიათის შეხვედრები საშუალებას აძლევთ ჩაუღრმავდნენ პრობლემებს, ისწავლონ თავიანთი უფლებების დაცვა, აიმაღლონ მეტყველების კულტურა.
გოგონები ძირითადი თემის გარშემო საინტერესო დისკუსიებს მართავენ, მოჰყავთ ცოცხალი მაგალითები.
ინტერაქტივმა აჩვენა, რომ შეხვედრებს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი - შემეცნებითი დატვირთვა აქვთ.
ნინო ტყაბლაძე (ხონი): „დარწმუნებული ვარ, რომ კომუნიკაციის უნარი ადამიანისთვის საჭირო თვისებაა. ჩემი მოწოდებაა ვიყო საზოგადოებაში აქტიური, ვაკეთო საყვარელი საქმე, ვიყო ლიდერი და, რაც მთავარია, შევძლო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა".
ნინო გაბლაია ( ფოთი ): „ ადრე გავთხოვდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შვილებთან და ოჯახთან ერთად, აუცილებელია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა".
პროექტს ყოველ შეხვედრაზე გოგონების ახალი სახეები ემატება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |