მთავარი »
2012 » მაისი » 15 » შეხვედრა ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
00:40 შეხვედრა ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან |
|
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ხობის საკრებულოს აპარატის უფროსს - ქალბატონ ლელა შამათავას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ფონდ „სოხუმსა" და ხობის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაფართოება, ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მიერ დასმული პრობლემების ადვოკატირებაში ხელშეწყობა იყო. ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა გენდერული სურათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით, ქალბატონმა ლელა შამათავამ უპასუხა: „ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალის ჩართვას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი განსაზღვრავს; ასევე, აუცილებელია პიროვნების სურვილი, ამბიცია და შინაგანი რესურსები. ჯერჯერობით ასეთი სახეები გამოვლენილი არ არის."
ხობის ადგილობრივი ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს კლუბის ადვოკატირების ჯგუფს მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში, - ითქვა შეხვედრაზე. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 810 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |