ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 26 » სენაკის საკონსულტაციო საბჭოზე გენდერულ სიტუაციაზე იმსჯელეს
08:55
სენაკის საკონსულტაციო საბჭოზე გენდერულ სიტუაციაზე იმსჯელეს

სენაკის  გენდერული საკონსულტაციო საბჭო მორიგ სხდომაზე შეიკრიბა.

საბჭოს თავმჯდომარემ გააჟღერა ინფორმაცია გენდერულ სიტუაციაზე ქალაქში - კერძოდ, ისაუბრა იმ ქალებზე, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულები. როგორც გაირკვა, არაოფიციალური მონაცემებით, მცირე ბიზნესში ჩართული მოსახლეობის 60% ქალია.

სხდომაზე დაისვა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა.

- მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ოფიციალური მიმართვა ცოტაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ეს პრობლემა არ არსებობს, -  აღნიშნა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ.

საბჭოს წევრებმა მოილაპარაკეს, უფრო ღრმად შეისწავლონ საკითხი და ადგილობრივ თვითმმართველობაში ლობირება გაუწიონ კონკრეტული მექანიზმების შექმნას ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისთვის.

საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპი ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასების ტექნიკასა და მეთოდებზე. ამ სამუშაოში, რომელიც 1 აპრილს დაიწყება, საბჭოს ყველა წევრია ჩართული.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 737 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0