ამ შეხვედრამდე ფონდი
„სოხუმის" თანამშრომელი რედაქციებში შეხვდა ჟურნალისტებს, გააცნო მათ ინფორმაცია გენდერული
საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესახებ.
ამ დღეს კი ფონდი
„სოხუმის" სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები
და დაწვრილებით გაეცნენ ფონდის მრავალწლიან გამოცდილებას ქალთა გააქტიურების მიმართულებით.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაში მედიას განსაკუთრებული
მისია ეკისრება.
ჟურნალისტებმა შეავსეს
ანკეტები, ახსნეს თავიანთი მოტივაცია: „მაქვს სურვილი, აქტიურად ჩავერთო", „მინდა,
პოზიტიური წვლილი შევიტანო"...
ეს იმას ნიშნავს,
რომ სენაკელი ჟურნალისტები აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ პროექტში, რომელიც სასიკეთო ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს ქალაქში.
ტელეკომპანია „ეგრისისა"
და გაზეთების („მრწამსი" და „მთავარი თემა სამეგრელოში") ჟურნალისტებმა გააშუქეს ინფორმაცია
შეხვედრის შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |