შაბათი, 30.11.2024, 18:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » სემინარი ქუთაისის საკრებულოში
11:58
სემინარი ქუთაისის საკრებულოში

23-25 ივლისს ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დემოკრატიის კურსის წარმომადგენლებს საკრებულოში სემინარი ჩაუტარდათ. მწვრთნელები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი.

სამდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების არსს, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართებას, ფემინიზმის ისტორიასა და ეტაპებს, ქალთა როლს პოლიტიკაში.

საკრებულოში ჩატარებულმა სემინარმა და ექსკურსიამ, შეხვედრამ საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდა გოგონებს გაუმყარა სურვილი გახდნენ იდეალური ლიდერები, ზოგმა მათგანმა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელიც მოირგო.

"მას, ვინც ჩაჯდება ამ სავარძელში, დიდი მომავალი ელოდება. გახსოვდეთ, განათლება და ინტელექტი საწინდარია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსასვლელად და შემდგომი წინსვლისათვის”, - მიუთითა მათ საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა და გოგონებს საკრებულოში სტაჟირების გავლაც შესთავაზა.

ექსკურსიისას გოგონებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა საქმიანობას. მათთვის სამაგალითო ლიდერი ქალებიც აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ "უშუალობა - ერთ-ერთი საუკეტესო გზაა ადამიანთ გულებისაკენ”.

საარჩევნო უფლების გაცნობამ ახალგაზრდებს თვითდაჯერებულობა შემატა. დღეს ისინი თამამად ამბობენ, რომ მომავალ არჩევნებში სრულყოფილად გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას და დაიცავენ თავიანთ უფლებებს.


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 985 | დაამატა: moderatori | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0