კვირა, 24.11.2024, 05:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სადისკუსიო თემა „ძალადობა" მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კვლავაც აქტუალურია.

შეხვედრას დაერთო ვორკშოპი, რომელიც ფონდი „სოხუმის" მოხალისეებმა ელენ და სოფია შროიდერებმა ჩაატარეს. განიხილეს ძალადობის სამი ფორმა: პირადი, სტრუქტურული და კულტურული. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებმა გაიხსენეს კონკრეტული ფაქტები  და იმსჯელეს, როგორ შეიძლება მოახდინონ გავლენა ძალადობაზე. მათი აზრით, მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს ცნობიერების, პიროვნული თვისებების, საკუთარი უფლებების ცოდნის, ტოლერანტობის ამაღლება.

ახალგაზრდებმა დაგეგმეს ვიზიტი სოფელ ხურჩაში, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს.

ახალგაზრდული ცენტრი თვეში ერთხელ მართავს დებატებს და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც ყოველთვიურად იმატებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 963 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2014

ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი დებატები ჩატარდა თემაზე „აზარტული თამაშები". შეხვედრას 16 ახალგაზრდა ესწრებოდა: ზუგდიდის, კოკისა და ხურჩის მცხოვრებლები, სტუდენტები, მოსწავლეები, სენაკის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები. მათმა მონაწილეობამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა შეხვედრა. თემა  აქტუალური აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რადგან დამსწრეთა ურავლესობა აქტიური მოთამაშეა და, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა იცის აზარტის მავნებლობის შესახებ, მათთვის უარის თქმა ძალზე რთულია.

როგორც აღინიშნა, სტატისტიკურად, ქვეყნის მოსახლეობის 35% გატაცებულია აზარტული თამაშებით, რაც ზრდის ქვეყანაში კრიმინალის დონეს და ოჯახების ნგრევის ფაქტებს. ახალგაზრდებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აზარტული სენისგან გათავისუფლება სხვა გატაცებებით არის შესაძლებელი: კითხვით, ინტელექტის ამაღლებით, სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით...

დებატებზე გაჩნდა ანტიაზარტული პროპაგანდის რამდენიმე ინიციატივა. ახალგაზრდებმა შემდგომ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2014

წყალტუბოში დებატების თემად ახალგაზრდულმა ცენტრმა აარჩია ოჯახური კონფლიქტებისა და ძალადობის საკითხი. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ოჯახური კონფლიქტების კავშირზე ძალადობასთან, კონკრეტული მაგალითებით იმსჯელეს ძალადობის ნეგატიურ შედეგებზე, მსხვერპლისა და მოძალადის  ფსიქოლოგიაზე.

შეხვედრაზე აღნიშნ, რომ ხშირ კონფლიქტს ძალადობამდე მივყავართ. რაც  მეტი გვეცოდინება კონფლიქტის მართვის „საიდუმლოებაზე", მით უფრო ადვილად ავიცილებთავიდან ძალადობას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2014

მოდური პროფესიები და დასაქმების პერსპექტივები - ფოთში ჩატარებულ დებატებზე ახალგაზრდებმა ამ საკითხების ირგვლივ აქტიური დისკუსია გამართეს.

მონაწილეთა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ მოდურ პროფესიებს შორის ლიდერობს ეკონომიკური, ბიზნესის, უცხო ენების ფაკულტეტები, რადგან ამ სფეროებში მეტი პერსპექტივაა დასაქმების კუთხით. თუმცა, საერთო მოსაზრებით, უმაღლესი განათლების დიპლომი ვერ  იძლევა ვერანაირ გარანტის.

- როგორ ვიშოვოთ სამუშაო, როგორ დავაინტერესოთ დამსაქმებელი, რა არის ამისთვის საჭირო - დისკუსია ამ მიმართულებით განვითარდა.

ახალგაზრდების აზრით, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, შეხვედრები და ტრენინგები ზრდის თვითშეფასებას და ეხმარება ადამიანს საკუთარი ძლიერი მხარეები წარმოჩაში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2014

ნახახულევის საჯარო სკოლაში ხონის ახალგაზრდული ცენტრმა მორიგი დებატები ჩაატარა თემაზე „ალკოჰოლი და ახალგაზრდობა". სადღესასწაულო დღეების გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ ეს ძალზე აქტუალური პრობლემაა. შეხვედრის მონაწილე მაღალკლასელებმა აღნიშნეს, რომ ალკოჰოლით თრობა მათი ცხოვრების არცთუ იშვიათი მოვლენაა. ისინი ხშირად მიირთმევენ  ენერგეტიკულ სასმელებსაც, რომ უფრო „თავდაჯერებულები" და თამამები გახდნენ თანატოლებთან ურთიერთობაში. შეხვედრაზე სამედიცინო კუთხით იქნა განხილული ალკოჰოლის მავნებლობა და  სავალალო შედეგები. გაჩნდა იდეა, ახალგაზრდებმა თავად ჩაატარონ თანატოლებთან ანტიალკოჰოლური კამპანია ვორკშოპების სახით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 20.01.2014

ახალი წლიდან სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა მუშაობა დებატებით განაახლა. ახალგაზრდებმა აქტუალურად მიიჩნიეს და სადისკუსიოდ  აირჩიეს შემდეგი საკითხი -  რელიგიური უმცირესობები  და საზოგადოება.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს, დასახელდა კონკრეტული მაგალითები, როცა სხვადასხვა  სექტების მიმდევრები ყოფილან საზოგადოების თავდასხმის ობიექტები, რაც ხშირად კონფლიქტით დასრულებულა.

ახალგაზრდების საერთო მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობების უფლებები არ უნდა დაირღვეს და აუცილებელია საზოგადოება  მათ მიმართ უფრო ტოლერანტული იყოს.

მონაწილეთა აზრით, საგანმანათლებლო საუბრები ამ თემაზე უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს, განსაკუთრებით მოზარდებთან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნეგატიურ შედეგებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 17.01.2014

დებატები ჩატარდა ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში. განსახილველი თემა იყო -  ნარკომანია და ოჯახური კონფლიქტები. ეს  თემა ხურჩის ახალგაზრდული ცენტრისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ ახალგაზრდობა სოფლებში სხვადასხვა ტიპის ბალახებს ე. წ. პლანს მოიხმარს და მასზე დამოკიდებული ხდება. მონაწილეებმა დაასახელეს არაერთი მაგალითი როგორ დაინგრა სიყვარულით აშენებული ოჯახები ამ მავნე სენის ზეგავლენით.

 აღინიშნა, ასევე, რომ ნარკომანია არის საწყისი ოჯახურ კონფლიქტებისა და ძალადობისა, ამიტომ საზოგადოებამ, ოჯახმა, სახელმწიფომ მეტი პრევენციული ღონისძიებები უნდა დაგეგმოს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 17.12.2013

« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0