|
სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრში განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია დებატების თემამ „სუიციდი - მოზარდები და მათი პრობლემები“.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გარდატეხის ასაკი მოზარდებისთვის საკმაოდ კრიტიკულია. ამ დროს იზრდება პროტესტის გრძნობა, ძლიერია თვითდამკვიდრების სურვილი, რაც ხშირად იმედგაცრუებით მთავრდება. ზოგიერთები პირიქით - გარეგნულად არ ამჟღავნებენ პრობლემებს, მაგრამ შინაგანი ემოციები იმდენად რთულია, რომ ვერ ახერხებენ მათთან გამკვლავებას, რაც ხშირად უკავშირდება სუიციდს.
მონაწილეებმა სკოლისა და ოჯახის როლზეც ისაუბრეს.
- ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ვისწავლოთ ტოლერანტობა, მეტი ვიცოდეთ ახლობელი ადამიანების პრობლემებზე - ასეთი იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოსავალზე საუბრისას დაფიქსირდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ახალგაზრდული დებატები ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა. მონაწილეებმა აქტიურად განიხილეს სუიციდის თემა. წამყვანმა სტატისტიკა გააცნო შეკრებილებს. მასში კარგად ჩანს, რომ მოზარდები ხშირად ხდებიან სუიციდის მსხვერპლნი.
დისკუსიისას აღინიშნა:
„სოციალური პრობლემების ფონზე მშობლები თითქმის ვერ აკონტროლებენ საკუთარ შვილებს. გარდატეხის ასაკში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება“.
„სკოლასა და ოჯახს შორის კომუნიკაცია სუსტია, რის გამოც მოზარდი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება“.
მონაწილეების აზრით, ამ საკითხით ფართო საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, სასურველია სკოლებში ჩატარდეს ვოროკშოპები, ფსიქოლოგის საუბრები, რათა მოზარდებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ და მარტონი არ დარჩნენ საკუთარ პრობლემებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
გარდატეხის ასაკის პრობლემები, დეპრესია და სუიციდის ფაქტები - ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში. გვანცა ჩიხლაძის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ახალგაზრდები დისკუსიაში ჩაერთნენ:
- ზუსტად ვიცი, რომ ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მსგავსი რამ მეც განმიცდია.
- მე არასდროს მიფიქრია თვითმკვლელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვყოფილვარ სასოწარკვეთაში.
- ცხოვრება ხანმოკლე და მშვენიერია, არ უნდა დახარჯო ის მსგავს სისულელეებზე ფიქრში.
ასეთი მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მონაწილეები, თუმცა ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას ჩვენს ირგვლივ:
- იმის გამო, რომ მოზარდი ჩაფლულია ვირტუალურ სამყაროში, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება.
- აუცილებელია მეტი ყურადღება მიექცეს ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისგან და შემდეგ - პედაგოგებისგან.
- ჩვენ უნდა შევქმნათ ინტერესთა სფერო, რაც მოგვცემს ინტელექტუალური განვითარების საშუალებას.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა გააფორმეს „მოხეტიალე წიგნი“ და ამგვარად ჩაუყარეს საფუძველი მხიარულ და საინტერესო წამოწყებას, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში.
მონაწილეები გეგმავენ სკოლებში მსგავსი შეხვედრების ჩატარებას და ახალგაზრდების დაინტერესებას ჯანსაღი ცხოვრების წესით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
რა პრობლემები აქვთ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რატომ გახშირდა სუიციდის ფაქტები - ამ საკითხებზე გამართა დებატები ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა.
ფაქტების გაანალიზებასა და მიზეზების განხილვას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირად მსგავსი ტიპის პრობლემები იმ მოზარდებს აქვთ, რომელთა დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული. დანარჩენებმა სერიოზულ მიზეზად დაასახელეს თანატოლებთან გაუცხოება, საზოგადოების გულგრილობა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.
მიზეზების განხილვის შემდეგ გამოსავალზეც იფიქრეს. მათი აზრით, სკოლებში აუცილებელია მუშაობდეს ფსიქოლოგი, არ უნდა დავშორდეთ ეკლესიას, საზოგადოება უნდა იყოს უფრო ტოლერანტული.
დებატ-კლუბის წევრების აზრით, ამ თემაზე დისკუსია უფრო ფართო წრეში უნდა წარიმართოს, რათა ნეგატიური შედეგები თავიდან ავიცილოთ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
წყალტუბოში ჩატარებულ დებატ-კლუბზე ახალგაზრდებმა საკუთარ უფლებებზე ისაუბრეს, მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს, რადგან თვლიან, რომ ხშირად მსხვერპლ ქალებს არა აქვთ ინფორმაციები საკუთარ უფლებებზე.
საინტერესო დებატები მოჰყვა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ქალთა უფლებებზე საუბარს. ხაზი გაესვა რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი ჩვენს ქვეყანაში, პარალელურად განხილულ იქნა, რამდენი ქალია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
-ქალთა უფლებების დაცვა პრევენციულ ღონისძიებებს გულისხმობს, რაც ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს, - ითქვა შეხვედრაზე.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, ახალგაზრდების საერთო მოსაზრებით, მენტალიტეტი და სტერეოტიპები ისე ძლიერია, რომ ხელს უშლის, კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვაში.
- ინფორმირებას დიდი ძალა აქვს, ამიტომ გოგონებმა ადრეული ასაკიდან უნდა მიიღონ ის ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ, არ გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
„ადეკვატურია თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა ოჯახური ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში?“ - ამ თემას მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამოქალაქო დებატები სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.
დებატები გამოირჩეოდა მონაწილეთა სიმრავლითა და მათი საქმიანობის მრავალფეროვნებით. აქტუალური თემაზე მსჯელობამ გააერთიანა საკრებულოსა და გამგეობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. აქტიურად იყვნენ ჩართულები ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
ექსპერტებმა წარმოადგინეს არსებული სიტუაცია, ისაუბრეს პრაქტიკაზე, მაგალითებზე, პრობლემებზე. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
მონაწილეთა გამოცდილება და პრობლემის მოგვარების სურვილი მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველი გახდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები აფხაზეთის მე-7 სკოლაში მოაწყო.
რას ნიშნავს საკუთარი უფლებები, როგორ გვიცავს კანონი, რამდენად არის დაცული საქართველოში ქალის უფლებები, რა კავშირშია მასთან სტერეოტიპები და ტრადიციები – დებატები ამ მიმართულებით წარიმართა.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კანონის თანახმად ნებისმიერი ადამიანი დაცულია, მაგრამ ყველამ იცის, რომ პრაქტიკულად ქალის უფლებები შეზღუდულია. შეკრებილთა უმრავლესობა მიზეზებს მენტალიტეტსა და სტერეოტიპებში ეძებს. თუმცა, რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაც დაფიქსირდა. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, ტრადიციებში შესაცვლელი არაფერია, მამაკაცი ყოველთვის ერთპიროვნული ლიდერი იყო ოჯახში და ამაში მიუღებელი არაფერია.
„ჩემმა ცოლმა არ უნდა იმუშაოს, უმჯობესია დაჯდეს სახლში და შვილები გაზარდოს“, - ამ მოსაზრებას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. დაფიქსირდა, რომ ქალის უფლებები ირღვევა იქ, სადაც მისი არჩევანი იზღუდება, ან სხვის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
დებატების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თუ გვსურს დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი საზოგადოების შენება, აღნიშნულ თემაზე დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, რათა ახალგაზრდობის ცნობიერება სწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
| « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 12 13 » |