კვირა, 24.11.2024, 06:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

საიდან იღებს სათავეს 8 მარტის ისტორია, რა შეიცვალა, რა პრობლემები აქვთ  ქალებს  და რამდენად არის დაცული მათი უფლებები  - ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დებატები სოფელ ნახახულევის (ხონის) საჯარო სკოლაში, რომელსაც 20 ახალგაზრდა ესწრებოდა.

მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ წელიწადის ერთი დღე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქალები ყურადღების ეპიცენტრში ვნენ. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მათ დღემდე აუხებთ. პრობლემებს შორის დასახელდა მიგრაცია, გენდერული დისბალანსი ოახსა და საზოგადოებაში.

ახალგაზრდების აზრით, მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რათა შემცირდეს  მიგრაცია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ცვლილება კანონში გენდერული ბალანსის მისაღწევად.

დებატებზე დაფიქსირდა, რომ ქალთა პრობლემებზე მუშაობა მხოლოდ ამ ერთი დღით არ უნდა შემოიფარგლოს.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 06.03.2014

სოფელ ხურ. ქუთაისელი და ხურჩელი ახალგაზრდები. კარგა ხნის წინ დაგეგმილი დებატები „ადამიანური უსაფრთხოება".

საკითხები, რომლებიც განიხილებოდა აქამდე 5 ქალაქში. პოზიციები, რომლებსაც აფიქსირებდნენ ახალგაზრდები, ისეთი სიმწვავით არ გამოირჩეოდა როგორიც  აქ, პატარა სოფელში, სადაც ყოველი დილა  საომარი ვითარების გამწვავების შიშით თენდება.

"ჩემთვის ძალიან ემოციურია ვიყო ადგილას, რომელიც ასე ახლოა აფხაზეთთან..."

„შორიდან თითქოს არ ჩანს ის პრობლემები, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობისას იქმნება."

„ჩემი მშობლები ნაბაკევში ცხოვრობენ, მე ზუგდიდში ვსწავლობ და ხშირად მექმნება წინააღმდეგობები მესაზღვრეებთან. ვიცი, რომ ჩემისთანა ბევრია".

„რთულია, ისაუბრო და ეძიო გამოსავალი - ეს არ არის დამოკიდებული უბრალო ადამიანებზე და წყდება სადღაც უფრო მაღალ პოლიტიკურ „ასპარეზზე".

ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ თებერვლის თვეში ჩატარებულ დებატებზე დაფიქსირებულ პრობლემებს რამდენიმე თვეში ნაკლებად შეხვდებიან.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 912 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2014

სენაკის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა მორიგი დებატები თემაზეადამიანური უსაფრთხოება". ეს რიგით მეხუთე ქალაქია, სადაც ახალგაზრდები თავიანთ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი რუსუდან ინალიშვილი, რომელმაც საინტერესო მასალა წამოადგინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ. მონაწილეებმა ჩამოთვალეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომლებიც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის მათ: სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც საომარი ვითარების შემთხვევაში ეპიცენტრად აქცევს ქალაქს; კრიმინალის ზრდა ქვეყანაში; გარემოს დაბინძურება; ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების არარსებობა. 

დებატებმა საინტერესოდ ჩაიარა. ყველა კიდევ ერთხელ დაფიქრდა მეტად აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეთა თქმით: 
ჩვენ თავად ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს და შემდეგ ვეძებთ გამოსავალს, აუცილებელია თითოეული ადამიანის ცნობიერების ამაღლება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ასპექტში. 

მთავარია, იყოს მშვიდობა!" 

არაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა უფლისა..." 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2014

სოციალური მუშაკი, სოფლის რწმუნებული, პროკურორი, მოსამართლე, პედაგოგი,  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, სოციალური სამსახურის უფროსი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს წევრი... - სარეგისტრაციო ფურცელზე 40-მდე მონაწილე დაფიქსირდა.

მთავარი ისაა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია იმ პრობლემით, რომელსაც მიეძღვნა ზუგდიდის გამგეობის დარბაზში ჩატარებული დებატები „ადეკვატურია თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში".

ექსპერტებმა წარმოადგინეს არსებული სიტუაცია, ისაუბრეს ბარიერებზე, რომელთაც აწყდება მსხვერპლი. განსაკუთრებით გამოიკვეთა ტრავმირებული ბავშვების  თემა.

ფონდი „სოხუმის" მიწვევით დებატებს დაესწრნენ სენაკის საკრებულოსა და გამგეობის   წევრები.

ყველა მონაწილე თავის გამოცდილებაზე საუბრობდა, თავისი პრაქტიკიდან მოიხმობდა მაგალითებს. იგრძნობოდა გულშემატკივრობა, პრობლემის მოგვარებისთვის საკუთარი წვლილის გაღების სურვილი.

ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტში უკვე არის თანხები ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისათვის. იგეგმება კიდევ უფრო აქტიური პარტნიორობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2014

ახალგაზრდული დებატების ციკლი გრძელდება. თემა „ადამიანური უსაფრთხოება"  აქტუალური აღმოჩნდა  და 6 ახალგაზრდულ  ცენტრში შეკრებილები აფიქსირებენ თავიანთ აზრს, განიხილავე ადამიანური უსაფრთხოების 7 კომპონენტს, განსაზღვრავე საკუთარ წვლილ პრობლემების მოგვარებაში. 

 

17 თებერვალს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ახალგაზრდების აზრით, ჩვენს ქვეყანაში ადამინური უსაფრთხოების ბევრი კომპონენტი ირღვევა და იმდენად ბევრ პრობლემას ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დაუცველობის შეგრძნება თავისთავად გეუფლება. ამიტომ ჩვენვე უნდა ვიმოქმედოთ, რომ უფრო მეტად დაცულ გარემოში ვიცხოვროთ.

 

18 თებერვალს ფოთში განსაკუთრებით წამოსწიეს ეკოლოგიური საფრთხე, რომლის წინაშე დგას მოსახლეობა მოუწესრიგებელი თევზსაჭერი მეურნეობის გამო. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც საფრთხეს უქმნის არსებობას, რადგან კითხვაზე, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად -  ერთხმად ასახელებენ უმუშევრობას. ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ საფრთხეს ხშირად თავად ქმნიან - ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები.

 

დებატები თემაზე „ადამიანური უსაფრთხოება" დასრულდება სოფელ ხურჩაში, სადაც ადგილობრივი და ქუთაისელი ახალგაზრდები შეაჯამებენ მთელი თვის მუშაობას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 727 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2014

წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში ადამიანური უსაფრთხოების თემის განხილვა საინტერესოდ  წარიმართა. 

მონაწილეთა შორის მხოლოდ რამდენიმემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისეთი  გლობალური საფრთხეების შიში აქვთ, როგორიცაა ქვეყანაში ახალი კონფლიქტების წარმოშობა, შიდა არულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.

დანარჩენმა მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მათთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უმუშევრობა, დაუცველობის შეგრძნება, უსამართლობა და ზოგადად, ხვალინდელი დღის შიში.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ის გრძნობს ძალადობის საფრთხეს, რადგან ხედავს, რომ ოჯახური კონფლიქტების შედეგად ქალი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი.

დებატები მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთათვის, რადგან მათ პირველად განიხილეს  ადამიანური უსაფრთხოების თემა ასე სიღრმისეულად. ითქვა, რომ არის საკითხები, რომთა მოგვარებით ჩვენ თითონ შევუქმნთ საკუთარ თავს უსაფრთხოების გარანტიებს:  მაგალითად,  დავიცვთ საკუთარ და სხვის უფლებებ, ხელ შევუწყოთ არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 10.02.2014

- ჩემთვის უსაფრთხოება თავისუფლება და დამოუკიდებლობაა.

- უსაფრთხოდ ყოფნა ნიშნავს იმას,  რომ საკვები,  რომელსაც მივირთმევ, არ

იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო.

- არ უნდა მეშინოდეს ღამე სახლიდან გამოსვლის.

-არ არსებობდეს არანაირი ძალადობა.

 ამ დასკვნამდე მივიდნენ ახალგაზრდები ხონის ახალგაზრდულ ცენტრში  გამართულ დებატებზე, სადაც ადამიანური უსაფრთხოების თემა განიხილებოდა.

მონაწილეთა უმრავლესობამ დააფიქსირა, რო უსაფრთხოების პირველი ასოციაცია მაინც მშვიდობასთან ჩნდება, რაც ბუნებრივია, რადგან, ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ამ საფრთხის არდანახვა შეუძლებელია.

მონაწილეებმა გულწრფელად დააფიქსირეს, რომ  პირველად დაფიქრდნენ ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტებზე.

აღინიშნა, რომ ხშირად ადამიანები, ნებით თუ უებლიეთ, თვითონ ქმნიან ყველა პირობას იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაარღვიონ. მაგალითად, ანაგვიანებენ გარემოს, იკვებებიან არასწორად, ძალადობენ სხვებზე...

უსაფრთხოების თემაზე დებატები სხვა ახალგაზრდულ ცენტრებში გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 06.02.2014

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0