კვირა, 24.11.2024, 01:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

 

ქუთაისში,  ფონდი „სოხუმის"  ინიციატივით გამართული  საზოგადოებრივ დებატები მონაწილეთა  ყურადღების ცენტრში მოზარდებში სუიციდის შემთხვევების ზრდის სამწუხარო ტენდენცია მოექცა. თემშემთხვევით არ შერჩეულა. საგანგაშო სტატისტიკის გამო ფონდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისის, ხურჩის) ორგანიზებულ შეხვედრებზე ის ერთერთ ყველაზე მწვავე პრობლემად  იქნა მიჩნეული და ფონდის სპეციალისტების  -  ფსიქოლოგების, იურისტების შეშფოთება გამოიწვია.  

საუბარი პრობლემის მიზეზებს, მისი პროფილაქტიკის გზებს და საშუალებებს შეეხო. მოწვეულმა ექსპერტებმა  შეკრებილთ  ბოლო წლების ოფიციალური სტატისტიკა მიაწოდეს (2011 წლის მონაცემებით ქვეყანაში სუიციდის 64 შემთხვევა დაფიქსირდა). როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რეალური სურათი ძირეულად განსხვავებულია და პრობლემაზე მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას გვაძლევს.  

„უნდა მოხდეს ყოველი კერძო შემთხვევის კვლევა, მიზეზების ძიება"; „ვაღიაროთ პრობლემა, როგორც სოციალური დაავადება"; „ვეცადოთ, მოზარდი მარტო არ დავტოვოთ თავის პრობლემებთან"... ეს დისკუსიის  მონაწილე ფსიქოლოგების, პედაგოგების, ჯურნალისტების, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებია.

ღონისძიებას მალევე მოყვა კონკრეტული რეზულტატები: ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიგი სკოლების ხელმძღვანელობის აღიარება, რომ, მალე სკოლების დღის წესრიგში დადგება  ფსიქოლოგების „დაბრუნების" აუცილებლობის საკითხი.  შეხვედრაზე განხილული პრობლემა მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. დღის განმავლობაში  ტელეკომპანია „რიონის" საინფორმაციო გადაცემების საეთერო დრო რამდენჯერმე დაეთმო საზოგადოებისათვის ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას და კიდევ ერთხელ გაისმა განგაშის სიგნალი  მათთვის, ვინც ბოლომდე ვერ აცნობიერებს  მიზეზებს, რომლის შედეგი  უამრავ ოჯახში დატრიალებული დრამაა. 

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 23.05.2012

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულმა სამოქალაქო დებატებმა არჩეული თემის  („გენდერული ღირებულებები და ქალებისა და კაცების ფუნქციური როლები (ოჯახში ძალადობის კონტექსტი)") აქტუალობა კიდევ ერთხელ ანახა.

როგორია გენდერული წარმოდგენები ჩვენს საზოგადოებაში, რამდენად სამართლიანად ხდება როლების, პასუხისმგებლობების გადანაწილება ოჯახში, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, აქედან გამომდინარე - რა გენდერული ღირებულებები გვრჩება ხელთ და არის თუ არა ეს მისაღები მონაწილეთათვის. - ამ საკითხების ირგვლივ საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

ღონისძიებაზე ხურჩასა და ნაბაკევში მცხოვრები ქალბატონები, პედაგოგები, ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები შეიკრიბნენ. შეხვედრას თითქმის სამი თაობის წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც აშკარას ხდიდა განსხვავებულ წარმოდგენებს აღნიშნულ საკითხებზე. ეს საინტერსო დისკუსიების სათავედ იქცა. თვალშისაცემი იყო ახალგაზრდა ვაჟების ნაკლებად ხისტი, უფრო მეტად გენდერულ სამართლიანობაზე დამყარებული პოზიციები პიროვნებათშორის ურთიერთობებზე ოჯახში, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, თუმცა მყარი საზოგადოებრივი კლიშეები - „ქალის საქმე"  - „კაცის საქმე"  მთელი დებატების მანძილზე ხშირად ისმოდა „ორივე გენდერის" მხრიდან.

  როგორც აღმოჩნდა, ქალები  საკუთარი უფლებების დაცვას საკმაოდ კარგად ახერხებენ. ერთერთმა პატრულიც კი გამოიძახა მოძალადე ქმრისაგან თავის დასაცავად. როგორც განმარტეს, შემთხვევას მორიგი ექსცესი არ მოჰყოლია, დებოშის მოყვარული ქმარი ამ შემთხვევის შემდეგ მეუღლეს  უბატონოდ ხმას ვერ სცემს.

ახალგაზრდებს, ეტყობა, კიდევ ბევრი დარჩათ სათქმელი, რადგან სასწრაფოდ გადაწყვიტეს, მსგავსი ღონისძებები ხშირად მოაწყონ და გააგრძელონ დისკუსიები სხვა საჭირბოროტო საკითხების ირგვლივაც.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 978 | დაამატა: admin | თარიღი: 19.09.2011

 სენაკის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა დებატები თემაზე-„სტერეოტიპები და ფუნქციური როლები თანამედროვე ოჯახში (ოჯახში ძალადობის კონტექსტში) ".

თემა რეგიონში ფონდ „სოხუმის" მიერ  ჩატარებული მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხებისგან შეირჩა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკის პედაგოგები, იურისტები, ჟურნალისტები, ქ. სენაკის საკრებულოს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფასილიტატორისა და მოწვეული ექსპერტების გამოსვლების  შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. დებატების მსვლელობისას გამოითქვა მოსაზრებები:

- „სტერეოტიპებისა და  ოჯახური ძალადობის მსხვერპლი  თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს. "

- „ოჯახის ყველა წევრი გონივრულად უნდა მიუდგეს  პრობლემას, სტერეოტიპები  ყალიბდება საზოგადოებაში და მკვეთრად აისახება ახალგაზრდებზე".

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ სასურველია თემის გარშემო მუშაობა გაგრძელდეს, გამოკითხვების სახით. აუცილებელია  ახალგაზრდების აქტიური  ჩართვა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 847 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2011

ფონდსოხუმს" სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოლნისიდან (საქართველო). ერთ-ერთი ღონისძიება ქუთაისის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოეწყო ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება, რომელიც ძალადობის, ინტეგრაციის, განათლების პრობლემებს ეხებოდა. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა, რადგან ეს პრობლემები სამი ქვეყნის (აზებაიჯანის, სომხეთის, საქართველოს) მაგალითზე განიხილეს.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1029 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2010

მოძრავმა სადისკუსიო კლუბმა მოძრაობა ვანის მიმართულებით დაიწყო. დისკუსიის თემა  - „ქალის ადგილი საზოგადოებაში". დისკუსიაში ვანის №1 და №2 საჯარო სკოლის მეათე - მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 დებატები საკმაოდ მწვავედ წარიმართა, მონაწილეებს თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსზრებები ჰქონდათ. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი დისკუსია მათთან არასოდეს ჩატარებულა. გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1037 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

22 ნოემბერს, ხურჩაში (ზუგდიდის რაიონი, აფხაზეთის საზღვრისპირა ზონა) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შედგა დებატები თემაზე: "ფსიქო-სოციალური  გარემო და ოჯახური კლიმატი - ოჯახში ძალადობის კონტექსტი”.

თემა შერჩეული იქნა ტრენინგზე გამოკვეთილი აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე. შეხვედრას ესწრებოდნენ  პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლები და ქალბატონები,  რომლებიც შეხვედრისთვის მოვიდნენ  მოსაზღვრე სოფლებიდან - ნაბაკევიდან, კოკიდან და ხურჩიდან.

დებატები დაიწყო  ფასილიტატორისა და მოწვეული ექსპერტების მიერ ინფორმაციის მიწოდებით.

დამსწრე საზოგადოება მალევე ჩაერთო დებატების პროცესში. მიწოდებული ინფორმაციის ფონზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა და გამოიკვეთა მოსაზრებები თემის ირგვლივ: არსებული სოციალური-პოლიტიკური სიტუაცია განსაზღვრავს ადამიანთა არსებობის პირობებს. ამ საზოგადოებას კი, ფაქტიურად,  გაუკონტროლებელ ტერიტორიაზე უწევს ცხოვრება, რაც ბევრ პრობლემას წარმოქმნის. მათი მოსაზრებით, ოჯახურ კლიმატზე დიდ გავლენა ახდენს დამოკიდებულებები-ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე. რაც, მათი თქმით, აქ ფაქტიურად, არაკონტროლირებადია. "ჩვენი ახალგაზრდობა დაღუპა მიმბაძველობამ, თითქოს ამას ყველაფერს თვითდამკვიდრებისთვის აკეთებენ”. "ჩვენც სტრესულ სიტუაციაში ვართ - ექიმები, ექთნები, მასწავლებლები. უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს...”

არსებულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამღუპველია ეს მიდრეკილებები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 939 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.11.2010

21 სექტემბერს წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა დებატები თემაზე; "განქორწინება - გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება”.
 ჩვენს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს განქორწინების სტატისტიკური მონაცემები და ისაუბრეს მის მოსალოდნელ შედეგებზე. 
  გამოიკვეთა მოსაზრება, რომ თუ  განქორწინება გარდაუვალია, ჯობია, დროულად მოხდეს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება მას მოყვეს. ამ დროს ბავშვი ყველაზე მეტად ზარალდება.
 "ბავშვის არჩევანი არ იყო მისი გაჩენა, მას არ აურჩევია არც დედა, არც მამა...” "სტიგმა- განქორწინებული ოჯახის ბავშვი, ნეგატიურად მოქმედებს მის ფსიქიკაზე”. დაფიქსირდა აზრი, რომ განქორწინება არ უნდა ნიშნავდეს მოსისხლე მტრებას ქცევას. Aამ კუთხით კი ჩვენთან ბევრი რამაა გასაკეთებელი.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1177 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2010

« 1 2 ... 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 51
სტუმარი: 51
მომხმარებელი: 0