კვირა, 24.11.2024, 01:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

საზოგადოებრივი დებატებითემაზე: "განქორწინება გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება" ჩატარდა ხონში, ფონდ "სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში მონაწილეობდნენ: პედაგოგები, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დევნილი ქალბატონები, მოწვეული ექსპერტები.

ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი იქნა განქორწინების სტატისტიკური მონაცემები

ხონის მაშტაბით. გაკეთდა ანალიზი განქორწინების მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე. ხაზგასმული იქნა, რომ განქორწინებები ძალადობის შემთხვევაში იშვიათია. ის უფრო ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

დებატებში გამოიკვეთა, რომ განქორწინებისას უმეტეს შემთხვევაში დაზარალებული რჩება ბავშვი და ქალი. ქალისთვის განქორწინება ახალი პრობლემების, ხოლო ბავშვისთვის გაორებული ცხოვრების დასაწყისია.

სხვა საჯარო შეხვედრების მსგავსად, აქაც კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა უკონტროლო საინფორმაციო სივრცე და მისი მავნე სოციალური შედეგები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010

სენაკში გამართული მრგვალი მაგიდის თემა იყო „სოციო-კულტურული ფონი და ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში." თემის შერჩევა რეგიონში გამართულ ტრენინგ-სემინარზე წამოჭრილი საკითხებიდან მოხდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ( პედაგოგები, ფსიქოლოგი, იურისტი).

შეკრებილებმა ცხარე დისკუსიით განიხილეს ოჯახური ძალადობის პრობლემა. ის ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის ბავშვებზე.

საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონის სოციო-კულტურულ თავისებურებებს, კერძოდ ქალის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც რიგ შემთხვევებში მისი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

დასასრულს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების პრევენციულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ ინიციატივებში, რომელიც ძალადობის  პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1147 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010

რა იწვევს სადღეისოდ არსებული მიგრაციის ბუმს, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები მოაქვს მას, რა გავლენას ახდენს ის ქვეყნის, ოჯახების აწმყოსა და მომავალზე, - ამ საკითხების ირგვლივ ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ღია დებატები გაიმართა.

"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანას საზღვრები დახურული არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, საქართველოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებით ზედმეტად ლიბერალურია.  ვთვლით, რომ  ჩვენთან საერთოდ  არ არსებობს არანაირი პოლიტიკა ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ოჯახების სიმყარეს, მის წევრებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას, ერის გენოფონდს,  რომ არაფერი ვთქვათ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე,” - ითქვა შეხვედრაზე .

"უცხოეთიდან ჩამოსულ მშობლებს სახლში გაუცხოებული შვილები ხვდებათ, - ეს დიდი ტრაგედიაა”.

"ბევრი ქალი ვიცი, რომელთაც საზღვარგარეთ იძულებით მიგრაციამ ოჯახი დაუნგრია, რადგან ქმარი გამუდმები ეჭვიანობდა. ბევრი მხოლოდ გარეგნულად ინარჩუნებს ოჯახის სახეს, სინამდვილეში  ის ერთმანეთის მიმართ გულგრილი, დათრგუნვილი ადამიანებით არის სავსე... ”

 "ამდენი წელია, სწავლა დავამთავრე და სამსახურს ვერ ვშოულობ. რა თქმა უნდა, უკანმოუხედავად წავალ, თუ მომენტი მომეცა! ”- ასეთი პოზიციაც იყო.

სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სიტუაციის  შესწავლა და კონტროლი, დაინახოს საფრთხეები, განსაზღვროს პოლიტიკა, რადგან ეს ერის მომავალს ემუქრება პირველ რიგში, - ითქვა დებატებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1483 | დაამატა: admin | თარიღი: 07.05.2010

ქუთაისში, უნივერსიტეტში ლამპარი" საზოგადოებრივი დებატები გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები. შეხვედრის თემა იყო: „განქორწინება ოჯახური ძალადობის კონტექსში - მდგომარეობიდან გამოსავალი თუ ახალი პრობლემის დასაწყისი".

დებატები განსხვავებული ფორმატით წარიმართა, მონაწილეები „ოთხ კაფეში" გადანაწილდნენ და პრობლემას ოთხ სხვადასხვა პოზიციიდან შეხედეს: მამაკაცები, ქალები, ბავშვები, საზოგადოება.  

პრეზენტაციისას გამოიკვეთა თითოეული ჯგუფის დამოკიდებულება პრობლემისადმი.  მათ ნამუშევრებში გამოჩნდა, რომ განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგაც ნეგატიური შედეგები ძირითადად ქალზე ვრცელდება. სამივე ჯგუფის პოზიციაში გამოჩნდა, რომ განქორწინება ძალიან ხშირად ქალისთვის ახალი  პრობლემების დასაწყისია, რადგან საზოგადოება არ თანაუგრძნობს მას და ოჯახის დანგრევის მიზეზად მიიჩნევს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1104 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2010

« 1 2 ... 11 12 13
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 33
სტუმარი: 33
მომხმარებელი: 0