კვირა, 24.11.2024, 03:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

- რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას, რა ასაკი ითვლება ქორწინებისთვის იდეალურ ზღვრად, რას ამბობს საკანონმდებლო სისტემა, რას ფიქრობენ თავად ახალგაზრდები - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში.

მონაწილეებმა რეალური მაგალითებით განიხილეს, რა პრობლემები და სირთულეები შეიძლება შეხვდეს გოგონას, რომელიც სკოლის ასაკში ქმნის ოჯახს. პრობლემებში პირდაპირ მიუთითეს, რომ ასეთ შემთხვევაში გოგონები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი: ვერ აგრძელებენ სწავლას, ნაკლებად აქვთ არჩევანის უფლება, დამოკიდებულნი ხდებიან სხვებზე.

ახალგაზრდების აზრით, ნაადრევი ქორწინება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციასთან.  ქორწინების ოპტიმალური ასაკის განსაზღვრისას აზრთა სხვადასხვაობა  შეიმჩნეოდა. მაგრამ ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც გოგონათა დისკრიმინაციას უკავშირდება.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2013

„ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომელთაც წლების განმავლობაში კოლექტიურ ცენტრებში უმძიმეს პირობებში გვიცხოვრია, საკუთარ თავზე გამოგვიცდია ყველა სიმწარე, რასაც კონფლიქტი იწვევს. ჩვენმა თაობამ ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი."

„მშვიდობა ყველას ერთნაირად სჭირდება, ოჯახში, საზოგადოებაში, მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე ცოტას აკეთებენ მის დასამყარებლად. ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ მშვიდობისმყოფელები, რათა მშვიდობის შენება შევძლოთ".

ეს სიტყვები ისმოდა ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოსა და ხურჩაში გამართულ ახალგაზრდულ დებატ-კლუბებში. მონაწილეებმა სადისკუსიოდ აიღეს თემა: „მშვიდობა ჩვენში, მშვიდობა - ოჯახებში, მშვიდობა - მსოფლიოში." 

ახალგაზრდების რეკომენდაციებში აღინიშნა, რომ მშვიდობა - როგორც საგანი, პირველი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ  სიმშვიდის, ჰარმონიისა და თანასწორუფლებიანობის მიღწევა ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. ისიც, რომ სამშვიდობო საქმიანობა არ უნდა გაჩერდეს  და ახალგაზრდების  ინიციატივები უფრო მეტად უნდა გამოჩნდეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 847 | დაამატა: admin | თარიღი: 27.09.2013

ახალგაზრდული ქსელის ცენტრები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. 

- კონფლიქტი თაობათა შორის, განსხვავებული ფასეულობები - ამ საკითხებით დაინტერესდნენ ფოთის დებატ-კლუბზე. მონაწილეთა აზრით, ურთიერთობათა ნორმალიზება მხოლოდ სწორი კომუნიკაციით არის შესაძლებელი.

ხონის დებატ-კლუბმა განსახილველად შემდეგი თემა გამოიტანა: „ფსიქოტროპული დამოკიდებულება - ოჯახური კონფლიქტების მიზეზი". მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პრობლემას ხელს უწყობს არაინფორმირებულობა და დაუსაქმებლობა.

საინტერესოდ წარიმართა დებატები წყალტუბოში, ქუთაისში, სენაკსა და ხურჩის დებატ-კლუბებზე, რომელთა მონაწილეები თვითშეფასების საკითხით დაინტერესდნენ. ახალგაზრდების აზრით, თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია კონფლიქტურ სიტუაციებთან - მაღალი თვითშეფასება ხშირად მოძალადეს წარმოქმნის, ხოლო დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მსხვერპლის როლში გვევლინებიან. შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახალგაზრდებმა საკუთარ თავს გარედან შეხედეს და შეაფასეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 29.08.2013

„ოჯახური კონფლიქტები - მსხვერპლი, მოძალადე, საზოგადოების დამოკიდებულება". ამ თემაზე გაიმართა დებატები ახალგაზრული ცენტრების დებატ-კლუბებზე. მასში 130-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

დებატებმა აჩვენა საკითხის აქტუალობა.

ახალგაზრდებს ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ  ოჯახური კონფლიქტები პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან. მათ რეკომენდაციებში გამოჩნდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ადამიანებმა ისწავლონ კონფლიქტების მართვა კომუნიკაციით, სწორი ურთიერთობით.

აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა იმ საკითხთან დაკავშირებით - ვინ უნდა მოაგვაროს ოჯახური კონფლიქტები? - ოჯახის წევრებმა, მეზობელმა, მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ თუ სხვა სტრუქტურებმა. უმრავლესობა მიიჩნევს, თუ ოჯახურ კონფლიქტს უკვე ძალადობის ფორმა აქვს, აუცილებელია დროული ჩარევა როგორც პიროვნებების, ასევე სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რათა შედეგი ტრაგიკული არ შეიქნას.

განსხვავებული იყო ხონის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული დებატები. აქტივისტებმა ადგილობრივი საკრებულოს მხარდაჭერით მოაწყვეს გასვლითი შეხვედრა მარტვილის სამონასტრო კომპლექსში და განსახილველ თემად აირჩიეს „ახალგაზრდობა და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა". საკუთარ მოვალეობად ჩათვალეს უფრო აქტიური ჩართვა იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2013



როგორ ხედავს საზოგადოება არასამთავრობო სექტორის როლს და ფუნქციას ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრის კუთხით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ექსპერტები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, რა უნდა იყოს უმთავრეს მათ „დღის წესრიგში" და რა მიმართულებით უნდა გააძლიერონ მუშაობა - ამ და სხვა საკითხებზე ცოცხალმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორც სერიოზული აქტორები ოჯახში ძალადობის პრობლემაზე რეაგირების თვალსაზრისით. დაგვანახა, რომ განუსაზღვრელია მათი როლი შემთხვევების აღმოჩენის და მართვის, მსხვერპლის ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი მომსახურების, საზოგადოების ინფორმირებისა და არაძალადობრივი კულტურის პროპაგანდის კუთხით.  

დისკუსია, ძირითადად, შეეხო საკითხს - რომელია უფრო ორგანული: ინფორმირება, განათლება, უნარების გაძლიერება, თუ კანონისა და რეფერირების მექანიზმების მონიტორინგი და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობა. ანუ, უფრო - დახმარება, თუ უფრო - კონტროლი? მონაწილეთა აზრები გაიყო, მაგრამ არგუმენტები საკმარისად იყო ორივე პოზიციის მომხრეთა სასარგებლოდ.

„მხოლოდ ინფორმირება და განათლება, თუნდაც სერვისებით უზრუნველყოფა საკმარისი რომ იყოს, მარტო ფონდი „სოხუმის" საქმიანობა ეყოფოდა მთელ რეგიონს, - ითქვა შეხვედრაზე. - საჭიროა მეტი მონიტორინგი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხის მეტად გამოკვეთა".

აღინიშნა: „კარგი იქნება, თუ ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებთ და  სახელმწიფო გამოიყენებს არასამთავრობოთა რესურსს სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით და ამისთვის საჭირო თანხებს გამოძებნის. განსაკუთრებით - ადგილობრივ დონეზე".

მონაწილეთა პოზიცია არასამთავრობო სექტორის მაკოორდინირებელ ფუნქციაზე ერთმანეთს დაემთხვა. არ ყოფილა სადაო მოსაზრება, რომ „როგორც წესი, პირველები არასამთავრობოები ხედავენ პრობლემას, განგაშს ტეხენ, გამოსავლის ძებნასაც პირველები იწყებენ. ისინი აფხიზლებენ ყველა სხვა სტრუქურას, მათ შორის - ხშირად მათ, ვისაც ყველაზე მეტად ევალება რეაგირება პრობლემაზე".

შეხვედრაზე დასმულ საკითხებს ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი მიუძღვნა ტელერადიოკომპანია „რიონმა".

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 779 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2013

„არის თუ არა ქართული ენა უცხოური ენის გავლენის ქვეშ და რა გავაკეთოთ მისი გადარჩენისათვის" -  ამ თემით დაინტერესდნენ ქუთაისში გამართულ დებატ-კლუბზე შეკრებილი ახალგაზრდები.

- რა განაპირობებს თაობათა კონფლიქტს, რაში ვერ თანხმდებიან „მამები და შვილები" - ამ საკითხზე საკუთარი არგუმენტები ჰქონდათ სენაკში შეკრებილ ახალგაზრდებს.

წყალტუბოს დებატ-კლუბი ეროვნულ ფასეულობებზე გლობალიზაციის გავლენით დაინტერესდა.

- გენდერული თანასწორობა ოჯახსა და საზოგადოებაში - ეს თემა ფოთში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის გახდა აქტუალური.

საინტერესო იყო დებატები ხურჩაში, რომლის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს - რა ინტენსივობით კითხულობენ წიგნს და არის თუ არა მათ თაობაში წიგნიერების დეფიციტი.   

- დავიწყოთ საკუთარი თავით, არ დავაბინძუროთ გარემო, რადგან ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე! - ასეთი იყო ხონში, დებატების ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა საკმაოდ ცხარე დისკუსია ამავე საკითხზე.

დებატების მონაწილეები არა მხოლოდ განიხილავენ პრობლემას, არამედ ფიქრობენ პრევენციულ მექანიზმებზე, რასაც ადასტურებს ის წინადადებები, რომლებიც ყოველი დებატის ბოლოს რეკომენდაციებად ყალიბდება. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 918 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2013

ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებს მიეძღვნა ფონდი „სოხუმის" ექვსივე ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული დებატ-კლუბები.

ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ხურჩაში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ. მათ სურვილი გამოთქვეს, მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და მოგვარებაში.

ქსელური მუშაობის სამომავლო გეგმებში უკვე გაჩნდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდების კონსოლიდაციას. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 780 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2013

« 1 2 ... 9 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0