მთავარი »
2014 » იანვარი » 28 » ძალადობის თემა - ახალი რაკურსით ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში
13:13 ძალადობის თემა - ახალი რაკურსით ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში |
| ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სადისკუსიო
თემა „ძალადობა" მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კვლავაც აქტუალურია.
შეხვედრას დაერთო ვორკშოპი, რომელიც
ფონდი „სოხუმის" მოხალისეებმა ელენ და სოფია შროიდერებმა ჩაატარეს. განიხილეს ძალადობის
სამი ფორმა: პირადი, სტრუქტურული და კულტურული. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებმა
გაიხსენეს კონკრეტული ფაქტები და იმსჯელეს,
როგორ შეიძლება მოახდინონ გავლენა ძალადობაზე. მათი აზრით, მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას
ხელს შეუწყობს ცნობიერების, პიროვნული თვისებების, საკუთარი უფლებების ცოდნის, ტოლერანტობის
ამაღლება.
ახალგაზრდებმა დაგეგმეს ვიზიტი სოფელ
ხურჩაში, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს.
ახალგაზრდული ცენტრი თვეში ერთხელ
მართავს დებატებს და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც ყოველთვიურად იმატებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 963 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |