კვირა, 24.11.2024, 04:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა დებატები ახალგაზრდებთან თემაზე „გლობალიზაციის გავლენა ახალგაზრდებსა და ტრადიციებზე". შეხვედრას 16 მოსწავლე ესწრებოდა ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დებატებში, განიხილეს გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვრეს მისი გავლენა და ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიუხედავად განვითარებისკენ სწრაფვისა, ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 718 | დაამატა: admin | თარიღი: 13.12.2013

სოციალური პრობლემები ოჯახური კონფლიქტებისთვის სერიოზულ საფუძველს ქმნის, მაგრამ ამ კონფლიქტების მართვა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე იქნება დაინტერესებული, - ასეთი მოსაზრებები ისმოდა წყალტუბოში გამართულ დებატებზე, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო.

ახალგაზრდების აზრით, შესაძლოა, სოციალური პრობლემების მოგვარება რთული იყოს, მაგრამ მათი გადაწყვეტა ხშირად არ ნიშნავს ოჯახური კონფლიქტების მოგვარებას. ერთ პრობლემას მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე, მიზეზები არ დაილევა, ამიტომ კომუნიკაციით, სწორი ურთიერთობით შესაძლებელია კონფლიქტების თავიდან არიდება.    

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 11.12.2013



ხონი

 აზარტული თამაშები და მაზე დამოკიდებული ახალგაზრდობა - აღნიშნული თემა ხონის ახალგაზრდებისთვის აქტუალური აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მონაწილეთ ნაწილი მსგავსი ტიპის თამაშებით ხშირად სარგებლობს.

დებატებზე გულწრფელდ აღინიშნა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის, ასეთ დროს ხშირია სუიციდის ფაქტებიც.

რეკომენდაციებში დაფიქსირდა სკოლის, ოჯახისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

 სენაკი

კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის და ახალგაზრდების დამოკიდებულება - ამ თემით სენაკის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესდა. მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ საელმწიფო კონფლიქტებს ხშირად კონკრეტული პიროვნებები წარმრთავენ. მათი აზრით, წინაკონფლიქტურ სიტუაციებში ახლგაზრდების ხმა უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ პოზიტიურად იმოქმედოს ორივე მხარეზე. 

ფოთი

ოჯახი ძალადობის თემამ მწვავე დებატები გამოიწვია. განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. მათი აზრით, ქართული მენტალიტეტი იმდენად ძლიერია, მის ტრანსფორმაციას წლები დასჭირდება. ამიტომაც, თუ გვსურს, რეალურად შევცვალოთ შედეგი, ცვლილება ცალკეულმა ადამიანებმა საკუთარი თავით  უნდა დაიწყონ.

ხურჩა

ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა გენდერული თანასწორობის თემა აარჩია. ითქვა, რომ ამ მიმართულებით ბევრია საკეთებელი, რადგან თნასწორობა ხშირად არასწორად ესმით და ქალების დიდ ნაწილს  ჰგონია, რომ ის უსამართლობა, რაც მათ ოჯახებში ხდება, ბუნებრივია და ასე უნდა იყოს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 23.11.2013

წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი დებატები გაიმართა. `

მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახურ კონფლიქტზე, რომელიც ხშირად ძალადობით მთავრდება. მონაწილეთა უმრავლესობა ბიჭი იყ. მათი აზრით, მსგავსი დებატების შემდეგ  პოზიტიური ცნობიერება ყალიბდება ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობისთვის ნაკლები რისკი არსებობს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 15.11.2013

- ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ  კომპიუტერი ცუდია და მასთან არ უნდა ვიმეგობროთ. მაგრამ მზად ვართ გავაცნობიეროთ ამ  ურთიობის ნეგატიურ შედეგები, - მრავალთა შორის ასეთი კომენტარი დაფიქსირდა ქუთაისში გამართულ დებატ-კლუბზე, რომლის მონაწილეები დაინტერესდნენ საკითხით - წიგნიერების დაბალი დონე რამდენად არის კავშირში კომპიუტერის მოხმარებასთან.

ახალგაზრდების აზრით, მოზარდებში აგრესიის ხარისხი გაზრდა ხშირად იმ კომპიუტერული თამაშების ანარეკლია, რომლითაც ისინი  ერთობიან.

დებატების მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ საჭიროა ბალანსის დაცვა, რომ კომპიუტერთან ურთიერთობა არ ნიშნავს წიგნის იგნორირებას და პირიქით. 

შეხვედრამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მისი დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ უფრო აქტიურად წაიკითხავენ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 13.11.2013

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი დებატი გაიმართა თემაზე: „არაძალადობრივი კულტურის დანეგვა ახალგაზრდებში".

მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტებისა და ძალადობის გამომწვევი მიზეზები. წამყვანმა დასახელა ციფრები, რომლებში ნათლად ჩანს, რომ სტატისტიკურად ახალგაზრდებში აგრესიისა და ძალადობის მაჩვენებელმა იმატა. ამის მიზეზები -  დაბალი სოციალური ფონი, გლობალიზაციის ნეგატიური გავლენა, ოჯახური კონფლიქტები და ქვეანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკა...

ახალგაზრდების აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ტოლერანტობის გაძლიერებას და არაძალადობრივი კულტურის დანერგვას.

დებატებს ესწრებოდგნენ ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები სარა ლაგინდერი და თინათინ ჯაფარიძე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 16.10.2013

- ვინ როგორ იცნობს საქართველოს წარსულს. რამდენად იციან კულტურული ძეგლების ისტორია და მნიშვნელობა, - სენაკის დებატ-კლუბმა ეს საკითხი მიიჩნია აქტუალურად და თემის ირგვლივ დისკუსია გამართა.

მონაწილეები სრულიად იზიარებდნენ იმ აზრს, რომ აუცილებელია ისტორიული ძეგლების დაცვა, ვინაიდან ეს ძეგლები საუკუნეებს ითვლიან და  მათში ასახული უძველესი ქართული კულტურა.

ყველა ქართველი ვალდებულია, იცნობდეს საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას, გაუფრთხილდეს და მომავალ თაობას შემოუნახოს,"  - აღინიშნა დისკუსიისას.

ითქვა, რომ საქართველოს ყველა მხარე მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ახალგაზრდობამ წარსულის პატივისცემა საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლით უნდა დაიწყოს.

შეხვედრაზე ნათქვამი მალე რეალობად აქციეს - დებატების დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

გადაწყდა, მომდევნო თვეებში სხვა კულტურული  ძეგლები მოინახულონ და უფრო მეტი გაიგონ მათ შესახებ.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2013

« 1 2 ... 8 9 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0