|
ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა დებატები თვითმმართველობის არჩევნების თემაზე. შეხვედრაში 23 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომელთაც თავად გამოთქვეს დისკუსიაში ჩართვის სურვილი.
დებატებს ესწრებოდნენ წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები. დისკუსია იმდენად საინტერესო და ცხარე აღმოჩნდა, რომ დაგეგმილ დროს გადააჭარბა.
სტუდენტები საკმაოდ გარკვეულები აღმოჩნდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებში, 3 მათგანი პარტიის აქტიური წევრია.
დებატების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიდიან არჩევნებზე - უკეთესი მომავლის ასარჩევად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
ბოლო დროს ოჯახში ძალადობის გახშირებული ფაქტები, რომლებიც ქალების მკვლელობით სრულდება, აღშფოთებას იწვევს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ ახალგაზრდები ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. დებატების თემა იყო „ჰარმონიული ოჯახი“.
ითქვა ბევრი რამ.
მათ შორის:
- ოჯახში ფინანსური პრობლემები იწვევს უთანხმოებას.
- ზოგიერთი ქალისთვის ოჯახის დანგრევა წარმოუდგენელია, ამიტომ უწევს ყველაფრის ატანა.
- აუცილებელია ყველა ქალმა იცოდეს თავისი უფლებები და არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.
- ჰარმონიულ ოჯახში უნდა იყოს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და, რაც მთავარია, სიყვარული.
ამ თემაზე ახალგაზრდული ქსელის წევრებმა ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა. რესპონდენტები იყვნენ ახალგაზრდებიც და უფროსი თაობის წარმომადგენლებიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
ქ. ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა დებატები თემაზე „მოზარდების შეხედულებები რელიგიაზე“. შეხვედრას 20 ახალგაზრდა ესწრებოდა. ბოლო დროს ეს საკითხი ძალზე აქტუალური გახდა და მოსწავლეებმა თავად ისურვეს ამ თემაზე საუბარი.
გამოითქვა მოსაზრებები სახელმწიფო რელიგიის შესახებ, რელიგიურ უმცირესობებზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება და არავინ არ უნდა გახდეს ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ამ მოსაზრებასჰ ყავდა ოპონენტებიც.
მოსწავლეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
- ბევრი რამ გავიგეთ და გავაცნობიერეთ, არ ვაპირებდი არჩევნებში წასვლას, მაგრამ ამ პროცესს სულ სხვა თვალით შევხედე. ჩემი ერთი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ეს ჩემი მოვალეობაა და ამ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებ.
- უკვე სხვანაირად ვფიქრობ. როცა კანდიდატი მოვა ჩვენთან შეხვედრაზე, აუცილებლად დავუსვამ შეკითხვას - რას ჰპირდება ახალგაზრდობას! არჩევანს მისი პროგრამის მიხედვით გავაკეთებ.
ასეთი მოსაზრებები გაისმა სენაკის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამართულ დებატებზე, რომელსაც მეთორმეტეკლასელები ესწრებოდნენ. განსახილველი თემა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ისინი წელს პირველად მონაწილეობენ არჩევნებში.
უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა ვადით ირჩევენ ადგილობრივ მთავრობას, რას ნიშნავს საკრებულო, რა ფუნქციები აქვს და როგორ ხდება მისი დაკომპლექტება. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ესტუმრონ სენაკის საკრებულოს, რათა ადგილზე გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
-რამდენად მნიშვნელოვანია ხმის მიცემის პროცესი, რას ნიშნავს მოქალაქის ერთი ხმა, როგორ ვაკეთებთ არჩევანს, - ამ საკითხებზე საინტერესო დებატები გაიმართა წყალტუბოს დებატ-კლუბზე. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება:ერთი ნაწილი თვლის, რომ ახალგაზრდებში ნიჰილისტური დამოკიდებულებაა არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ჰგონიათ, რომ მათი ხმა არაფერს ნიშნავს, არაფერს შეცვლის და - არც არჩევნებში მონაწილეობენ.
მეორე ნაწილის აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს შესაბამისი განათლება, არა აქვთ გაცნობიერებული არჩევნების მნიშვნელობა.
დებატებს ესწრებოდა წყალტუბოს საკრებულოს წევრი კახა ფანცხავა, რომელმაც კომპეტენტური პასუხები გასცა შეკითხვებს და ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განხილვის საგნად იქცა ხონის ახალგაზრდულ დებატ-კლუბზე. დასაწყისში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო სისტემაზე, როგორ და რა ვადით ირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობა, რას ნიშნავს საკრებულო, როგორ ხდება მისი დაკომპლექტება.
დებატებზე დაფიქსირდა, რომ ახალგაზრდები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში, რადგან ეს პროცესები ბევრადაა დამოკიდებული მათ ხვალინდელ დღეზე.
-როგორ ხელისუფლებასაც ავირჩევთ იგივე შედეგები გვექნება, ამიტომ მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რა პროგრამებს გვთავაზობენ კანდიდატები და არჩნევანიც შესაბამისად უნდა გავაკეთოთ.- ითქვა დებატებზე.
იმავე დღესვე დაიგეგმა, ახალგაზრდები უახლოეს დღეებში ხონის ადგილობრივ თვითმართველობას ესტუმრებიან და საკრებულოს სტრუქტურას, მის მუშაობას გაეცნობიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
- მოზარდები ყველაზე მეტად ვერ ეგუებიან მარცხს სიყვარულში, მათთვის ეს სამყაროს დასასრულია.
- ვერ საუბრობენ მშობლებთან, რადგან არ არიან დარწმუნებული, რომ მათ ვინმე გაუგებს, საკუთარ თავში იკეტებიან, რაც ხშირად სუიციდით მთავრდება. - მსგავსი შინარსის ფრაზები ისმოდა ფოთში გამართულ დებატ-კლუბზე . მონაწილეებმა რამდენიმე რეალური ისტორია გაიხსენეს და დისკუსია ემოციურ ფონზე გაგრძელდა.
-ფსიქოლოგი სკოლაში აუცილებელია, – მიიჩნევენ ახალგაზრდები,- რადგან არის საკითხები, რომელსაც ვერც მშობელს, ვერც ახლო მეგობარს ვერ მოუყვები.
დებატების დაასასრულს პოზიტიური შეფასებები გაისმა: აღინიშნა, რომ ამ თემაზე სხვა დროს არ უსაუბრიათ და ბევრი საჭირო ინფორმაციები მიიღეს. მათი აზრით, კარგი იქნებოდა დებატების ჩატარება სხვა სკოლებში, რადგან ეს თემა საკმაოდ აქტუალურია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
| « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 12 13 » |