ოთხშაბათი, 27.11.2024, 22:56
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

„მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება, წინსვლა“. „თუ ომის საფრთხე არსებობს,  იქ საფრთხე ექმნება თავისუფლებას, დემოკრატიას“, - ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა ზუგდიდში გამართულ დებატ-კლუბზე, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით  მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო.

მონაწილები გაეცნენ მშვიდობისმყოფელ ქალთა ისტორიებს, ისაუბრეს ქალთა ინიციატივებზე.

დებატებზე გაჩნდა შეკითხვა:  ვის რა გაუკეთებია მშვიდობისათვის? შეკითხვას ცხარე დისკუსია მოჰყვა. სტუდენტების აზრით, ახალგაზრდობა სამშვიდობო საქმიანობაში სერიოზული რესურსია,  მაგრამ ეს რესურსი არ არის გააქტიურებული და ათვისებული.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

ხონის დებატ-კლუბზე ახალგაზრდები მშვიდობის თემით დაინტერესდნენ. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“. ამაღელვებელი ქალთა ისტორიების მოსმენის შემდეგ დებატები ემოციურ ფონზე გაგრძელდა და საინტერესო არგუმენტები დაფიქსირდა. ერთ-ერთი მონაწილის აზრით,  მშვიდობას ერთი ადამიანი ვერ შექმნის, პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი საზოგადოება, მათ შორის - ახალგაზრდები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამშვიდობო საქმიანობაში ქალების წვლილი განუსაზღვრელია. კრებულში შეტანილი ისტორიები ნებისმიერ ადამიანში გააღვიძებს სამშვიდობო მოტივაციას, სამშვიდობო მუხტი კი გადამდებია და გაზრდის მშვიდობის მშენებელთა რიცხვს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 03.07.2014

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების გენდერული ანალიზი, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა არჩევნებში – ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებმა ამ საკითხებზე გამართეს დისკუსია.

დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა რაოდენობის სიჭარბის მიუხედავად, საბოლოო არჩევანი მამაკაცი კანდიდატების სასარგებლოდ კეთდება, მიზეზებში ქალთა არასოლიდარობა, მენტალიტეტი და სხვა ფაქტორები დასახელდა.

რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, აღინიშნა, რომ აქტიურობა დაბალია, თუმცა დასასრულს, რეკომენდაციის სახით წამოსულ წინადადებებში გაიჟღერა, რომ არჩევნები პირდაპირ კავშირშია უკეთეს მომავალთან, მშვიდობასთან, დემოკრატიასთან  და ამ მიმართულებით ახალგაზრდები უფრო უნდა გააქტიურდნენ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2014

ზუგდიდში, მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე: ეკოლოგია, გარემო - ახალგაზრდული ინიციატივები.

დებატებს 26 ახალგაზრდა ესწრებოდა. მათ მიეწოდათ საინტერესო ინფორმაცია, რამდენი ხანი „ცოცხლობს“ გარემოში პოლიეთილენის ბოთლები, პარკები...

აღინიშნა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული გარემოს დაცვით, ხელი უნდა შეეწყოს საზოგადოებაში შინაგანი კულტურის დანერგვას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს „აიძულებს“ ნაგავი ურნაში ჩაუშვას.

Cაუბარი შეეხო სკვერების და პარკების მოწყობის საკითხს. ითქვა, რომ ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში არის სკვერი, სადაც ბავშვები ნაგავში თამაშობენ, იმიტომ რომ სრულიად მოუვლელი და მოუწესრიგებელია.

ახალგაზრდებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს და დაამატეს, რომ საჭიროა ყველამ საკუთარი თავით დაიწყოს გარემოს დაცვა, აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა უფრო მეტად უნდა გამოიხატოს ამ  მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 699 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2014

ფოთის ახალგაზრდულმა კლუბმა სადებატოდ შემდეგი თემა შეარჩია:  მშობლები, შვილები და მათი ურთიერთობები.

ფასილიტატორმა ისაუბრა ბავშვთა უფლებებზე. ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება შვილებთან ჯერ კიდევ პატარა ასაკში, რათა შემდგომში ნაკლები იყოს წინააღმდეგობები.

დებატებს რამდენიმე მშობელიც ესწრებოდა, რომლებმაც მშობლების პოზიციიდან ისაუბრეს და დააფიქსირეს, რომ ხშირად დედები არასწორად იქცევიან საკუთარ პატარებთან და ავიწყდებათ, რომ ყველა პატარა ინდივიდუალურია, ამიტომ იძულებით სწავლა, იძულებით თამაში, სეირნობა დანაშაულია და მათი უფლებების დარღვევაა.

დებატების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე ინფორმირება აუცილებელია. განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური რჩევები, რადგან სწორი ურთიერთობები ოჯახურ კონფლიქტებს შეამცირებს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2014

„მშვიდობა და ახალგაზრდა მშვიდობისმყოფელები“ - ამ  თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია წყალტუბოს ახალგაზრდულ დებატ-კლუბზე.

მონაწილეები შეეხნენ საკითხებს: რა როლი და ფუნქცია აკისრია ახალგაზრდობას მშვიდობის მშენებლობაში; რა სამშვიდობო ინიციატივები მოდის მათგან და რამდენად  არის გამოყენებული სახელმწიფოს მიერ ეს რესურსი.

დებატებზე აღინიშნა, რომ უფრო მაღალი უნდა იყოს ახალგაზრდების ჩართულობა  სამშვიდობო საქმიანობაში, მეტი დაინტერესება უნდა მოდიოდეს მათგან, რადგან ქვეყნის დემოკრატია ვერ აშენდება მათი თანამონაწილეობის გარეშე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 06.06.2014

ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატებისთვის  შემდეგი თემა აირჩია: „ეკოლოგია, გარემო და ახალგაზრდობა“. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში იმდენად საგანგაშოა, რომ ამ საკითხით დაინტერესება გასაკვირი არ უნდა იყოს. დასახელდა კონკრეტული ფაქტები -  ქალაქის მოუვლელი პარკი და ბაზრის დაბინძურებული ტერიტორია.

სიტუაციის ანალიზის შემდეგ ახალგაზრდებმა დაასკვნეს, რომ გარემოს დაცვა ნებისმიერი მოქალაქის ვალია და ისინი უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით.

დებატების დასასრულს გადაწყდა - მოაწყონ აქცია და დაასუფთაონ ქალაქის ცენტრალური პარკი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 672 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

« 1 2 3 4 5 6 7 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0