კვირა, 24.11.2024, 05:09
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საზოგადოებრივი დებატები

- თუკი  გვინდა ცივილიზაცია და წინსვლა, მაშინ რატომ მიდიან აქედან ახალგაზრდები საზღვარგარეთ განათლების მისაღებად? ან თუნდაც სამუშაოდ... აუცილებელია ჩვენივე ქვეყანა პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვე ცხოვრება ითხოვს.

  • არ არის საჭირო ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა. რადგან ადამიანებს აქვთ არჩევანის  უფლება, ყველას შეუძლია გაარჩიოს კარგი ცუდისგან და თავად გადაწყვიტოს, რა უნდა. 

 

25 აგვისტოს ხონის ახალგაზრდები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა აქტუალურ მოვლენებზე გამოეხატათ თავიანთი აზრი. რამდენად მოქმედებს ევროპიზაცია ჩვენს ტრადიციებზე? ამ შეკითხვის პასუხად, ხონელი ახალგაზრდები თვლიან, რომ ყველაფერი ახალი და საინტერესო წაადგება ჩვენს თაობას, თუმცა სიახლეებს ფრთხილად უნდა შევხვდეთ.

ახალგაზრდული ქსელის დებატ-კლუბი განაგრძობს აქტუალურ თემებზე მსჯელობას  და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

22 აგვისტოს სენაკში მორიგი ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე  „ევროპიზაცია და ქართული ტრადიციები“. ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

  • ჩვენს ქვეყანაში უკვე მივეჩვიეთ აქციებს, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს ევროპიდან შემოდინებულ სიახლეებს. ეს სულაც არ არის მიუღებელი. უმჯობესია, ხალხმა გადაწყვიტოს და აკეთოს რაც უნდა, თუკი ეს მორალს არ ეწინააღმდეგება.
  • საქართველო მუდამ იღებდა სიახლეებს მსოფლიოსგან, ფილტრავდა და იტოვებდა საუკეთესოს. ახლაც სწორედ ასე ვართ. სხვადასხვა ფესტივალიდან დარჩება მხოლოდ საუკეთესო და მისაღები ყველასთვის.
  • მიხარია, როცა ჩემს ქვეყანაში ამდენ ტურისტს ვხედავ, თავი მეც ევროპელი მგონია.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის“

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 770 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2014

 

-ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანება რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს საქართველოს, რას ნიშნავს ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებები და,მათი აზრით, ევროპიზაცია რამდენად უქმნის საფრთხესამ ღირებულებებს - აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დებატ-კლუბები ფოთისა და ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრებში. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ევროპასთან მეგობრობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სიახლე არ უნდა გვაშინებდეს, რადგან ამით ეროვნულფასეულობებს  საფრთხეარ ექმნება.

აღნიშნული თემით დაინტერესება იმით იყო გამოწვეული, რომ ანაკლიაში ჩატარებული „კაზანტიპი“მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.მონაწილეების აზრით, მსგავსი დებატები მოამზადებს ახალ თაობას, სწორად შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

 

პროექტი  ხორციელდება  ორგანიზაცია ქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2014

 

20  აგვისტოს წყალტუბოში საინტერესო ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე  „ახდენს თუ არა ნეგატიურ გავლენას ევროპიზაცია ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე“. ახალგაზრდებმა  დააფიქსირეს აზრი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა უცხოური თუ ადგილობრივი ფესტივალებისა თუ კონცერტის შესახებ.

ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საინტერესო ღონისძიება მოიზიდავს ტურისტებს საქართველოში, რაც წაადგება ქვეყანას.

ნაწილიკი აცხადებს: - სხვადასხვა როკ-კონცერტი, ლუდის ფესტივალები და ე.წ. კაზანტიპის ფესტივალი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან რყვნის და თავისუფლების არასწორ აღქმას ასწავლის ახალგაზრდობას.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მსგავსი დებატები მათ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას აძლევს და სხვების მოსმენის კულტურასაც ასწავლის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 693 | დაამატა: admin | თარიღი: 20.08.2014

ფოთისა და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრებში შეკრებილებმა სამშვიდობო როლზე ისაუბრეს. დებატები, რომლებიც მუდამ აქტუალურია ახალგაზრდებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების მართლაც მნიშვნელოვან როლს.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

- დღეს აგრესიული ფონია საზოგადოებაში, თუმცა თითოეულმა ადამიანმა უნდა აკონტროლოს ემოციები.

- რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი კონფლიქტების დარეგულირება.

- ქალებს დიდი წვლილი მიუძღვით მშვიდობის მშენებლობაში და ჩვენ უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება

- ყველამ სწორად უნდა განსაზღვროს საკუთარი როლი, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები.

დებატები ამ თემაზე კიდევ გაგრძელდება. ახალგაზრდები  სხვადასხვა სამშვიდობო ღონისძიების ჩატარებას  გეგმავენ, რათა თავიანთი როლი დაანახონ საზოგადოებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2014

- მსოფლიო რუკაზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება. საინფორმაციო საშუალებები ყოველდღიურად გვამცნობენ სხვადასხვა საომარი მოქმედების შესახებ: ამიტომ მეტი ვიფიქროთ მშვიდობაზე – წყალტუბოში ამ მოსაზრებით დაიწყო დებატები. მონაწილეებმა გაიხსენეს აფხაზეთის კონფლიქტი, 2008 წლის მოვლენები. აღინიშნა, რომ მშვიდობის ფასს მხოლოდ ასეთ დროს გრძნობენ ადამიანები.

დებატის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოშვებულ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“.

ქალის სამშვიდობო როლის განსაზღვრის შემდეგ ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს. საერთო მოსაზრებით, ყოველდღიური სისტემატიური  მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობას საფრთხე არ შეექმნას. ამ პროცესში ახალგაზრდების როლი უფრო მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 932 | დაამატა: admin | თარიღი: 14.07.2014

მონაწილეთა უმრავლესობა დევნილი იყო, ამიტომ მშვიდობის თემის განხილვა განსაკუთრებული ემოციით მიმდინარეობდა. მთელმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა ერთ-ერთი მონაწილის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ მშვიდობას დაცვა და მოვლა სჭირდება, რადგან მისი დაკარგვის საფრთხე ყოველთვის არსებობს. მონაწილეებმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენეს, დისკუსიისას აღინიშნეს: მშვიდობისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და ახალგაზრდობაც უფრო მეტად უნდა იყოს ჩაერთოს სამშვიდობო საქმეში.

მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“.

- ასეთი ქალები მრავლად არიან საქართველოშიც, მათ საქმიანობას პოპულარიზება სჭირდება, რათა საზოგადოებამ გაიცნოს ისინი, - აღინიშნა დებატებზე.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 09.07.2014

« 1 2 3 4 5 6 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0