29 აპრილს ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბზე. კლუბის წამყვანია ანია ვესტბერგი შვედეთიდან, რომელიც ფონდ „სოხუმში" მარტიდან ივნისამდე სტაჟირებაზე იმყოფება.
სალაპარაკო ინგლისური ენის კლუბი - ეს ის ადგილია, სადაც გოგონები სწავლობენ ენას, მშვიდ, მეგობრულ ატმოსფეროში იღებენ პრაქტიკას. ეს არ არის სასწავლო კლასი, არამედ ადგილია არაფორმალური დისკუსიისათვის.
კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ ინგლისურად ილაპაროკონ მათთან, ვისაც ენდობიან და ვისთანაც თავს მხიარულად გრძნობენ. კლუბზე განსახილველ მასალებს თავად მონაწილეები ირჩევენ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე სვამენ შეკითხვებს გენდერულ თანასწორობაზე, კულტურაზე, ყვებიან აგრეთვე პირად გამოცდილებაზე და ინტერესებზე.
კლუბის შეხვედრები გაიმართება 17 ივნისამდე. ყოველ ხუთშაბათს, 15: 00 სთ-ზე ფონდი „სოხუმის" ოფისში. ნებისმიერი ასაკის ქალებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |