ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 10 » სახელმძღვანელო „ქალთა ლიდერობის ფენომენი“
12:52
სახელმძღვანელო „ქალთა ლიდერობის ფენომენი“
 

ქალთა ლიდერობის ფენომენი" - ასე ჰქვია ფონდისოხუმის" გამოცემულ სახელმძღვანელოს, ავტორი-შემდგენელი - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე გამახარია. სახელმძღვანელო შედგება 11 თავისაგან. ახსნილია ცნებალიდერის" არსი, მოთხრობილია ლიდერობის ფენომენისა და სტილის ძირითად მიდგომებზე, კონცეფციებზე. ნაჩვენებია ლიდერული თვისებების განვითარების გზა - საწყისი საფეხურის თორმეტი სავარჯიშო და ლიდერობის 21 აუცილებელი პირობა. ძალზე მნიშვნელოვანია ლიდერობის გენდერული თავისებურებები, განსხვავება მამაკაცი ლიდერებისა და ქალი ლიდერების მიდგომებში, ლიდერი ქალის პლიუსები და მინუსები, მოცემულია სასარგებლო რჩევები ლიდერი ქალის პროფესიული იმიჯის შექნის თაობაზე, ფსიქოლოგიური ტესტები. „ქალის ლიდერულ პოზიციაზე გასაყვანად, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თანაბარი უფლებების, მისი, როგორც ლიდერის თანაბარი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების აღიარება," - ნათქვამია სახელმძღვანელოს დასკვნაში. სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ და რუსულ ენებზე. ის გავრცელდება ფონდისოხუმის" ბენეფიციართა შორის და ხელს შეუწყობს ლიდერის თვისებების განვითარებას, თვითშეფასების გაზრდას და ლიდერობის გზაზე საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას.

 
კატეგორია: პუბლიკაციები | ნანახია: 1625 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0