ოთხშაბათი, 24.04.2024, 12:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » საინფორმაციო შეხვედრა სენაკში
11:19
საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

ფონდი “სოხუმის“ წარმომადგენლები სენაკის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. სკოლის დირექტორის, მაკა ნანიეშვილის თქმით, 360 მოსწავლეს  შორის არიან სხვადასხვა ეროვნების (რუსი, უკრაინელი, სომეხი, იეზიდი) წარმომადგენლები. მოსწავლეები ინტეგრირებული არიან ქართველებთან და მათ შორის მეგობრული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ისინი წარჩინებით სწავლობენ, აქვთ წარმატებები სკოლის დამთავრების შემდეგაც.

-სკოლადამთავრებულმა, ოქროსმედალოსანმა კარინა უსტიანმა 70%-ანი გრანტი აიღო.   მეხუთეკლასელი უკრაინელი აქსანა კანტუევა სწავლაში წარმატებით გამოირჩევა - მშობლიური ენაც იცის და ქართულიც...

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სამომავლოდ ოლიმპიადა იგეგმება, პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციაა - სკოლაში 14 შშმ მოსწავლეა.

საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას ჩატარდა იურისტის კონსულტაცია. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 679 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0