ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 26 » საინფორმაციო შეხვედრა სენაკის სამუსიკო სკოლაში
13:36
საინფორმაციო შეხვედრა სენაკის სამუსიკო სკოლაში

მორიგი შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ასევე სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები - სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები (ისინი ინტეგრირებულები არიან ადგილობრივ საზოგადოებაში, თავისუფლად საუბრობენ ქართულად, თუმცა, მშობლიურიც შეინარჩუნეს).

სკოლა, რომელიც 1927 წელს დაარსდა, 250-მდე მოსწავლეს და 37 თანამშრომელს ითვლის (მათგან 35 ქალია).

სკოლის დირექტორმა რუსუდან მილიუტინამ სამუსიკო სკოლაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა - რემონტს საჭიროებს სააქტო დარბაზი, სადაც არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება. მოძველებული საკრავები შესაკეთებელია და კიდევ - სკოლაში მხოლოდ ერთი კომპიუტერია.

ამ პრობლემებზე იმავე დღეს ისაუბრეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე. საბჭოს წევრებმა, რომელთა შორის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან, აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ სკოლას პრობლემების მოგვარებაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 829 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0