ხუთშაბათი, 25.04.2024, 19:08
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი

ახალი დიზაინი, ახალი სათაური, ახალი შინაარსი - ასეთია  ჟურნალი „ქალთა ხმა - ქალი და დემოკრატია", რომელიც განაგრძობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობის პოპულარიზაციის  ექვსწლიან ტრადიციას.

ჟურნალის პირველი ნომრის თემაა ამომრჩეველ ქალთა ლიგის თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ჟურნალის ფურცლებზე დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქის საკრებულოთა ხელმძღვანელები ქალთა აქტიურ მონაწილეობაზე ლაპარაკობენ, აშკარად იგრძნობა თანამშრომლობის სურვილი. ქალთა ლიგის წევრები კი მზად არიან, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ  პრობლემების მოგვარების პროცესში  სასიკეთო ცვლილებებისათვის.

უფრო კონკრეტულად -  მკითხველს ჟურნალის გაცნობას ვურჩევთ.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 916 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012

მეექვსე ნომრის გამოშვებით დამთავრდა 2011 წელს ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო მუშაობა ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

ჟურნალის ბოლო ნომერმა შეაჯამა წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა. მკითხველს დაანახა ფონდის აქტიური ძალისხმევის  შედეგები და, რაც მთავარია - მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 842 | დაამატა: admin | თარიღი: 28.12.2011

წელს გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" (რუბრიკით „ქალი და მშვიდობა") ორი ნომერი.  მათში, ფორმატის სიმცირის მიუხედავად, აისახა ფონდის სამშვიდობო საქმიანობა.

მეორე ნომერში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ინფორმაციას ლიდერთა სკოლის მეორე კურსელების შესახებ.

ახალგაზრდა ლიდერთა პორტრეტებში ნათლად გამოჩნდა ფონდის საქმიანობის შედეგები, ის ცვლილებები, რაც გოგონათა ცხოვრებაში მოხდა. ეს სტატიები ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს აქტიურობისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 910 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2011

ჟურნალის პირველი პუბლიკაცია ეძღვნება ორ ტრენინგს, რომლებიც ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ჩატარდა ბორჯომსა და ქუთაისში.

ჟურნალში მოთხრობილია მობილიზატორთა მუშაობაზე დასავლეთ საქართველოს ექვს მხარდაჭერის ცენტრში, არის სტატიები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ აქტივობებზე.

ჟურნალისტები მკითხველს სხვებისაგან გამორჩეულ ქალთა პორტრეტებსაც სთავაზობენ. ასე, რომ ჟურნალის მეხუთე ნომერში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ფონდი „სოხუმის"  საქმიანობას  ადევნებს თვალყურს.
 
Donwload_GEo>>>

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 869 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2011

ჟურნალმა „ქალთა ხმა პოლიტიკაში" გამოცემის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა.  საპროექტო წელიწადის დამთავრებასთან ერთად  ჟურნალის ბოლო, მეოთხე ნომერიც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჟურნალის რედკოლეგია ცდილობს, შეაჯამოს განვლილი მუშაობა, დაანახოს მკითხველს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობის თავისებურებები, შედეგები და ცვლილებები, რომლებიც ერთწლიანმა საქმიანობამ მოუტანა  დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრებ ქალებს.

ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ქალთა ჩანაწერებში კარგად ჩანს ჟურნალის მისიაც და ფონდის საქმიანობის შედეგიანობაც:

მარინე ჩოხელი: კლუბთან თა­ნამ­შრომ­ლობა იმე­დით გვავ­სებს, საქ­მის კე­თების სტი­მულს გვაძლევს. მე ხელს შე­ვუწ­ყობ იმას, რომ  ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახებმა სტაბილუ­რად მი­ი­ღონ ფი­ნან­სუ­რი დახმა­რება.

ნატო ლომაია: ძალი­ან მომ­წონს ჟურ­ნა­ლი „ქალ­თა ხმა პო­ლი­ტი­კა­ში", რო­მე­ლიც ჩვენ­თან, ხობის კლუბში მო­აქვთ. ჩანს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებენ ჩვენს წი­ნა­და­დებებსა და შე­ნიშ­ვნებს.

ქეთევან ქადიეშვილი: ჩვენ­თა­ნ, ოზუ­რ­გეთ­შიც, ძალი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ტრან­სპორ­ტის მოძრაობის სა­კითხი. სტუ­დენ­ტებისათვის ტრან­სპორ­ტით შე­­ღა­­ვა­თი­ა­ნი მგზავ­რობის თაობაზე პა­სუხს სექ­ტემბრი­დან ვე­ლო­დებით. ეს ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი­რების ჯგუ­ფის მუ­შაობის შე­დე­გია.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1052 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2011

ტრადიციისამებრ, თვის ბოლოს დაიბეჭდა ჟურნალი „ქალთა ხმა", რიგით მეოთხე ნომერი.

ჟურნალში ასახულია ფონდი „სოხუმის" საქმიანობა და ამ საქმიანობის გავლენა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ ღონისძიებებში.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ფსიქოლოგის მუშაობას, რადგან ეს ფონდის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ბლოკია და, როგორც სტატიებიდანაც ჩანს, იზრდება ნდობა ფსიქოლოგის მიმართ. აქვე დაბეჭდილია ფსიქოლოგის რჩევა „როგორ გავთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან", რამაც დაბეჭდვის პროცესშივე მიიპყრო მკითხველთა  ყურადღება.

მთლიანობაში ჟურნალი აღწევს მიზანს - აჩვენოს მკითხველს ის ცვლილებები, რაც უკვე ხდება ქალთა ცხოვრებაში და გაზარდოს მოტივაცია ახალი აქტიურობისა და ცვლილებებისათვის.  
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 943 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2011

„თქვენი მუშაობა მეტად შთამბეჭდავია. თქვენ საკმაოდ გაძლიერდით, თანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასათან და პოლიტიკურ პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ბევრად გააუმჯობესებს იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისთვისაც თქვენ მუშაობთ." - მარ­ტა ბერ­ტის (დე­მოკ­რა­ტი­ის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის ( NED) კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სამხრეთ კავ­კა­სი­­ში) ამ შეფასებით იწყება ჟურნალის ახალი ნომერი.

ცალკეული მასალა კონკრეტულ საქმეებზე უამბობს მკითხველს: რვა ქალაქში არსებული ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურობაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების ადვოკატირებაზე, ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივაზე. წარმოაჩენს იმ ქალთა პორტრეტებს, რომელთა ცხოვრებაშიც ფონდი „სოხუმის" დახმარებით სასიკეთო ცვლილებები მოხდა ბოლო წლების მანძილზე.

ჟურნალი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უხვადაა ილუსტრირებული -  ფოტორკორესპონდენტ მანანა ლეშკაშელის ფოტოები კიდეც უფრო აძლიერებს ჟურნალის სათქმელს... 
 

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1007 | დაამატა: admin | თარიღი: 29.07.2011

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0