ჟურნალის პირველი პუბლიკაცია ეძღვნება ორ ტრენინგს, რომლებიც ფონდის ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ჩატარდა ბორჯომსა და ქუთაისში.
ჟურნალში მოთხრობილია მობილიზატორთა მუშაობაზე დასავლეთ საქართველოს ექვს მხარდაჭერის ცენტრში, არის სტატიები ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებულ აქტივობებზე.
ჟურნალისტები მკითხველს სხვებისაგან გამორჩეულ ქალთა პორტრეტებსაც სთავაზობენ. ასე, რომ ჟურნალის მეხუთე ნომერში ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ფონდი „სოხუმის" საქმიანობას ადევნებს თვალყურს.
|