ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი
 

გოგონები ახალგაზრდა ლიდერთა სკოლიდან, მათი შეცვლილი ცხოვრება, მუშაობის გაფართოება და ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ცენტრების ქსელის შექმნა - ამის შესახებ უამბობს მკითხველს ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი ნომერი.

 

ამონარიდები ახალგაზრდა ლიდერებთან ინტერვიუდან:

„ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფონდ „სოხუმში" მოვედი".

„ლიდერთა სკოლის პირველი კურსის დასრულების შემდეგ უფრო აქტიური გავხდი, თავდაჯერებული, კომუნიკაბელური. გავიზარდე, გავთამამდი".

„ფონდთან თანამშრომლობამ ძალა შემმატა".

ეს ფრაგმენტებია, ყველაზე საინტერესო კი ჟურნალშია, სტატიებში აქტიურ, ჭკვიან და ლამაზ გოგონებზე...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია  „ქალები  ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2013

მუშაობა ძალადობის პრევენციის კუთხით - ჟურნალ „ქალთა ხმის" უმთავრესი თემაა. ჟურნალში აისახა ამ მიზნით ჩატარებული ტრენინგები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა, ქალთა შეხვედრები ფსიქოლოგთან და იურისტთან, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.

განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალის „ფსიქოლოგიური" ნაწილი - ოჯახური ჰარმონიის რეცეპტები, რჩევები  - როგორ დავივიწყოთ წყენა, ჭეშმარიტი ქალის ცხოვრების პრინციპები.

მკითხველთა სხვადასხვა კატეგორია აუცილებლად იპოვის ჟურნალში თავისთვის საინტერესოსა და სასარგებლოს...

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2013

ქარ­თულ-აფხაზუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებში გამოვიდა ჟურნალი „ქალთა ხმა". მარ­თა­ლია, პო­ლი­ტი­კურ რა­კურ­სში ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გობაა, მაგ­რამ ჩვენ და ჩვენ­მა პარ­ტნი­ორ­მა ქალ­თა არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც აფხაზეთ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ვი­პო­ვეთ ის, რის­თვი­საც ერ­თობლი­ვი ზრუნ­ვა აქ­ტუ­ა­ლუ­რად მიგ­ვაჩ­ნია - ქალ­თა სა­ზო­გა­დოებრივ-პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლის გაზ­რდა. 

„ქალ­თა ხმის" პა­რა­ლე­ლუ­რად აფხაზეთშიც გა­მო­დის ჟურ­ნა­ლი. ჩვენ კი ვე­ცა­დეთ, მკითხვე­ლი­სათ­ვის გაგ­ვეც­ნო გენ­დე­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ჟურ­ნა­ლის­ტი ქალბატო­ნების მო­საზ­რებები და მოგ­ვეთხრო აქ­ტი­ურ, სა­ზო­გა­დოებაში გა­მორ­ჩე­ულ ქალბატო­ნებზე, რომ­ლებმაც უა­რი თქვეს პა­სი­უ­რი დამ­კვირ­ვებლის როლ­ზე და ცვლი­ან არ­სებულ სი­ტუ­ა­ცი­ას...

 

პროექტიხორციელდებაშვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური

 დეპარტამენტის მხარდაჭერით

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 844 | დაამატა: admin | თარიღი: 20.08.2013

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების პოზიტიური გავლენა ჟურნალ „ქალთა ხმის" მეორე ნომრის უმთავრესი თემაა.

ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თუ ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან  თანამშრომლობა, ხალხმრავალი აქცია თანასწორობის მოთხოვნით თუ მობილიზატორთა ქსელური შეხვედრები, ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცის შეთავაზება, ფსიქოლოგის სისტემატური შეხვედრები ქალებთან სტრესის დამარცხების მიზნით, ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის აქტიური საქმიანობა -  ჟურნალ „ქალთა ხმაში" დაბეჭდილი  სტატიები ამ თემებს ეხმაურება და მკითხველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. 

პროექტიხორციელდება: გერმანიისორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienstმხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2013

განახლდა მშვიდობისმყოფელ „ქალთა ხმის" გამოცემა.

პირველ ნომერში განთავსდა მასალები, რომლებიც გასული წლების მანძილზე გაწეულ სამშვიდობო მუშაობას აჯამებს.

განსაკუთრებით ბევრი დაიწერა ახალგაზრდა ლიდერ ქალთა სკოლის შესახებ - მიწევებზე, შედეგებზე; ახალგაზრდა ლიდერებზე, რომლებიც ფონდი „სოხუმის" დიდ გუნდში დაიწყეს მუშაობა;  ახალი სკოლისთვის მონაწილეთა შერჩევაზე და პირველ ტრენინგზე, რომელიც ლიდერთა სკოლისთვის ჩატარდა საირმეში.

ჟურნალი ახალგაზრდული განწყობითაა დამუხტული, რადგან მასში ჩანს მომავალი ლიდერების პოზიცია, შეხედულებები და მიზნები.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით (შვედეთი)


კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 780 | დაამატა: admin | თარიღი: 01.05.2013

ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის - ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი ნომერი ერთგვარად პასუხობს ამ მოწოდებას.

მასში მოთხრობილია გასული წლის შედეგების შესახებ და ნაჩვენებია, როგორი აქტიურობით გაგრძელდა მუშაობა ახალ საპროექტო წელს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

განსაკუთრებით გამოიკვეთა 7 მარტს გამართული აქცია „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის", რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები.

ჟურნალში თავმოყრილია ყველა ბლოკის მუშაობა და ყველა მიღწევა, რაც ფონდი „სოხუმის" ყოველდღიური საქმიანობის  შედეგია.

მომზადდა „ქალთა ხმის" ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიები. მათი ნახვა მკითხველს ინტერნეტში შეუძლია, ქართული ნაბეჭდი ვერსია კი უკვე ვრცელდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებსა და ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაზე.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 835 | დაამატა: admin | თარიღი: 27.03.2013

113 ღონისძიებით მონაწილეობა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" - ჟურნალ „ქალთა ხმის" 2012 წლის ბოლო, მეექვსე ნომერი  მთლიანად ამ თემას ეძღვნება.  

ჟურნალი კონკრეტული ნაბიჯების ჩვენებით შეაჯამა წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა. მასში მოთხრობილია „ტორპედო ქუთაისზე" - როგორც კამპანიის სახეზე, მრგვალ მაგიდებსა და აქციებზე, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებზე, საინფორმაციო შეხვედრებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კამპანიაში ხელისუფლების ადგილობრივი სტრუქტურებისა და ახალგაზრდობის აქტურ ჩართვას.

კამპანიამ თვალნათლივ წარმოაჩინა ფონდი „სოხუმის" აქტიური საზოგადოებრივი იმიჯი და არა მარტო 16 დღის მანძილზე გააერთიანა მისი მრავალრიცხოვანი პარტნიორები, არამედ ძალადობის პრევენციისათვის სამომავლო გეგმებიც მოინიშნა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 30.12.2012

« 1 2 3 4 5 ... 7 8 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0