| პარასკევი, 31.10.2025, 14:46 მოგესალმები სტუმარი 
 ...მთავარი » საინფორმაციო ბიულეტენი 
 | 
| 
		
		
 
 
 |  | ჟურნალი „ქალები, მშვიდობა, ადამიანური უსაფრთხოება“ გამოვიდა  ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ქალები და გოგონები მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური  სამართლიანობისათვის“ ფარგლებში. პროექტის მეორე ნაწილის ამოცანაა - ქალთა როლის გაზრდა ფონდი „სოხუმისა“ და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივ საზოგადოებაში მშვიდობის, ადამიანური უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ჟურნალი სწორედ ამ ნაწილის ფარგლებში ჩატარებულ მუშაობას ასახავს - პროექტის მონაწილეთა საინტერესო პორტრეტებით, ისტორიებით, შთაბეჭდილებებით... Donwload>>>   პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“ (Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |    | 
| 
		
		
 
 
 |  | დებატები ზუგდიდსა და სენაკში, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტების პორტრეტები, ხონელი ახალგაზრდების ხედვა,  ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის აქტიური მუშაობა, ოჯახში ძალადობის პრევენცია - ეს და სხვა საკითხები აისახა ჟურნალ „ქალთა ხმის“ მეორე ნომერში. ჩანახატი, ანალიტიკური სტატია, ინფორმაცია, რეპორტაჟი - ჟურნალი ჟანრობრივადაც მდიდარია. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, დაინახოს ფონდი „სოხუმის“ მუშაობის მასშტაბები მნიშვნელოვანი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში. Donwload>>>   პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |    | 
| 
		
		
 
 
 |  | როცა პროექტის ფარგლებში ერთადერთი ჟურნალია დაგეგმილი, პასუხისმგებლობა ბევრად მეტია - აუსახავი რომ არ დარჩეს არც ერთი რგოლი, საქმიანობის არც ერთი ასპექტი. სწორედ ამ განწყობით მომზადდა ჟურნალი „ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივები,  ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური  მართვა“. ჟურნალში დაიბეჭდა მასალები პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ და გამოიკვეთა მთავარი მიზანი  - რეგიონში გენდერული პოლიტიკის შექმნა. განსაკუთრებით საინტერესოა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების პორტრეტები, მათი დამოკიდებულება საბჭოს საქმიანობის მიმართ და საკუთარი წვლილის გააზრება. Donwload>>> პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით |    | 
| 
		
		|  | ჟურნალ „ქალთა ხმის" პირველმა ნომერმა გასული წლის მუშაობის შედეგები გააცნო მკითხველს. რით იყო საინტერესო
და გამორჩეული, რას მიაღწია ორგანიზაციამ, რა ხდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, როგორ
მიმდინარეობს მუშაობა ქალებთან, ახალგაზრდებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან... ჟურნალის სტატიები
ამ შეკითხვებზე  გასცემს პასუხს. 
 Donwload>>>   პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot
für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) | 
 | 
| 
		
		|  | 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - არის ფონდი
„სოხუმის"  მუშაობის შეჯამება, სხვადასხვა
სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა. სწორედ ამ კუთხით გააშუქა 16 აქტიური დღე ჟურნალ
„ქალთა ხმის" ბოლო ნომერმა.    პროექტიხორციელდება  ორგანიზაციაBrot für die Welt –
Evangelischer  Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია) | 
 | 
| 
		
		|  | მათთვის მნიშვნელოვანია ფონდი „სოხუმის" პროექტებში
მონაწილეობა.  ფონდში ჩატარებულმა ღონისძიებებმა შეცვალა მათი
ცხოვრება. ისინი უფრო აქტიურები გახდნენ და მათი მოტივაციაც
გაიზარდა. მათთვის განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა პროექტი „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების
მიღების პროცესში", რომელიც  განხორციელდა
შვეიცარიის
საგარეო საქმეთაფედერალური  დეპარტამენტის  მხარდაჭერით.   ისინი
ბევრნი არიან, მაგრამ ჟურნალ „ქალთა ხმაში" მხოლოდ 9 მათგანზეა მოთხრობილი -
აქტიური, საზოგადოებაში გამორჩეული ქალები, რომლებიც არ კმაყოფილდებიან მიღწეულით
და კიდევ მეტი წარმატებისკენ ისწრაფვიან...   პროექტიხორციელდებაშვეიცარიის საგარეო საქმეთა  ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით | 
 | 
| 
		
		|  | ყოველი ღონისძიება, რომელიც  ქალთა სოციალური აქტივობის ამაღლებაზეა ორიენტირებული,
პოზიტიურ ცვლილებებსა და შედეგებს იძლევა. 
ეს ფონდი „სოხუმის" ერთ–ერთი კვლევის დასკვნაა. როგორ ტარდება
ეს ღონისძიებები, რა გავლენას ახდენს ქალებზე, როგორ ცვლის მათ ცხოვრებას, დამოკიდებულებას
ადამიანებისა და მოვლენების მიმართ - კონკრეტული ისტორიებით  ამაზეა მოთხრობილი ჟურნალის ახალ ნომერში.   პროექტი ხორციელდება 
ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით
(გერმანია) | 
 |  | 
 | | კალენდარი |  | 
		
			| «  ოქტომბერი 2025  » |  
			| ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |  |  |  | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |  | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |  | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |  | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |  | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |  | 
 | სტატისტიკა |  | 
 სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | 
 |